სოფია მაგდალენა დანიელი
სოფია მაგდალენა დანიელი | |
---|---|
შვედეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 12 თებერვალი, 1771 |
მმართ. დასასრული: | 29 მარტი, 1792 |
წინამორბედი: | ლუიზა ულრიკა პრუსიელი |
მემკვიდრე: | ფრედერიკა ბადენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ივლისი, 1746 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 21 აგვისტო, 1813, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | სოლნა, შვედეთი |
დაკრძ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
მეუღლე: |
გუსტავ III, შვედეთის მეფე (ქ. 1766 - გარდ. 1792) |
შვილები: | გუსტავ IV, შვედეთის მეფე |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
დედა: | ლუიზა ბრიტანელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
სოფია მაგდალენა დანიელი (დან. Sophie Magdalene af Danmark, შვედ. Sofia Magdalena av Danmark; დ. 3 ივლისი, 1746 — გ. 21 აგვისტო, 1813) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის უფროსი ქალიშვილი. შვედეთის დედოფალი 1771-92 წლებში როგორც გუსტავ III-ის მეუღლე. გუსტავ IV ადოლფის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფია მაგდალენა დაიბადა 1746 წლის 3 ივლისს, კოპენჰაგენის კრისტიანსბორგის სასახლეში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ლუიზა ბრიტანელის პირველი შვილი. მას სახელი ბებიის, დედოფალ სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ იგი მისი მშობლების გამეფებამდე ექვსი თვით ადრე დაიბადა.
1743 წელს მამამისი შვედეთის ტახტის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა მეფე მისი მოსისხლე მტერი ადოლფ ფრედერიკ ჰოლშტაინ-გოტორპელი გახდა. დანიასა და შვედეთს შორის ურთიერთობა 1750 წლიდან გაუმჯობესდა. შემდგომში მათი მეგობრობის გაძლიერების მიზნით, 1751 წელს, 5 წლის სოფია მაგდალენა დანიშნეს შვედეთის კრონპრინც გუსტავზე. ეს ქორწინება შვედეთის პარლამენტმა დაგეგმა და არა სამეფო ოჯახმა. აღსანიშნავია, რომ ამ ქორწილს დიდად ეწინააღმდეგებოდა გუსტავის დედაც, დედოფალი ლუიზა ულრიკა პრუსიელი, რომელიც თავისი ვაჟის საცოლედ ფილიპინა ბრანდენბურგ-შვედიტელს ამჯობინებდა.
მიუხედავად ყველაფრისა, სოფია მაგდალენა შვედეთის მომავალ დედოფლად იქცა, რის გამოც ბებიამისის, სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელისაგან მკაცრ აღზრდას იღებდა. 1766 წლის 1 ოქტომბერს, კრისტიანსბორგის სასახლეში შედგა სოფია მაგდალენა დანიელისა და გუსტავ შვედის ქორწინება. პატარძალი შვედეთში ამავე წლის 4 ნოემბერს ჩავიდა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუსტავისა და მარია მაგდალინას პოლიტიკურად განსაზღვრული ქორწინება უბედური აღმოჩნდა. სოფია მაგდალინა მშვიდი და გონებაგახსნილი გოგონა იყო და შვედეთის აღვირახსნილ სამეფო კარზე ადაპტირება გაუჭირდა. იგი სათანადოდ ასრულებდა თავის, როგორც კრონპრინცესას ყველა მოვალეობას. მას, სტოკჰოლმის ხმაურიან კარზე გაძლებაში მისი მშვიდი, დანიელი მეგობრები ეხმარებოდნენ, რომელთა შორისაც იყო მისი გამზრდელი ძიძა, ინგრიდ მარია ვენერი.
მის უბედურებას ემატებოდა მისი დედამთილიც, დედოფალი ლუიზა ულრიკა პრუსიელი, რომელიც მას პირველი ათი წლის მანძილზე საერთოდ აიგნორებდა. პატარძლის მცირეწლოვანების გამო, თავდაპირველად ქორწინების კონსუმირება ვერ მოხერხდა, თუმცა როდესაც გუსტავ III-მ ეს სცადა, მას მამისაგან თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, რის გამოც საქმეში სხვების დახმარება გახდა საჭირო.
სოფია მაგდალენა 1771 წელს შვედეთის დედოფალი გახდა, რამაც მისი მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. როგორც აღმოჩნდა, სოფია მაგდალენასთან პირველი სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობისას, გუსტავმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ამიტომაც დახმარება თავის მეგობარ ფრედერიკ მიუნკს სთხოვა, რომელმაც მას ქალწულობა დააკარგვინა. სოფია მაგდალენამ ამ მოვლენიდან ცხრა თვეში პირველი ვაჟი გააჩინა, რის გამოც დადიოდა ჭორები, რომ ტახტის მემკვიდრე მიუნკის ვაჟი იყო და არა გუსტავის. ამ ჭორების გავრცელებას ხელს ლუიზა ულრიკაც უწყობდა, მაგრამ თავად გუსტავ III-მ ბავშვი თავის შვილად გამოაცხადა, რადგან იმ ღამით მასაც ჰქონდა სქესობრივი კავშირი დედოფალთან. ამის გამო, გუსტავ ადოლფი ყველა ოფიციალურ დოკუმენტსა თუ გენეოლოგიურ ხეზე გუსტავ III-ის შვილადაა მოხსენიებული.
მათი ოჯახური მდგომარეობა 1775-85 წლებში გაუმჯობესდა, თუმცა მალევე დაირღვა. გუსტავ III 1792 წელს მოკლეს, რის გამოც ტახტზე მათი ვაჟი გუსტავ IV ადოლფი ავიდა.
უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქმრის მკვლელობის გამო დედოფალი სოფია მაგდალენა გაცოფებული იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ იგი იმდენად შეშინებული იყო, რომ საზოგადოებაში გასვლას ყოველთვის ერიდებოდა. ამის გამო, მან მალევე დატოვა სტოკჰოლმის სამეფო კარი და ჩრდილოეთში, ულრიკსდატის სასახლეში გადასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები.
დედოფალი სოფია მაგდალენა დანიელი გარდაიცვალა 1813 წლის 21 აგვისტოს, 67 წლის ასაკში, ულრიკსდატის სასახლეში. იგი დაკრძალეს სტოკჰოლმში, რიდარჰოლმანის ეკლესიაში, მისი ქმრის გვერდით.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუსტავ IV ადოლფი (1778-1837), შვედეთის მეფე 1792-1809 წლებში, იგი ტახტიდან ჩამოაგდო მისმა ბიძამ, კარლ XIII-მ. ცოლად შეირთო ფრედერიკა ბადენელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
- კარლ გუსტავი (1782-1783), გარდაიცვალა ჩვილი;
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 3 ივლისი, 1746 - 1 ოქტომბერი, 1746: მისი სამეფო აღმატებულება პრინცესა სოფია მაგდალენა დანიისა და ნორვეგიისა;
- 1 ოქტომბერი, 1746 - 12 თებერვალი, 1771: მისი სამეფო აღმატებულება კრონპრინცესა შვედეთისა;
- 12 თებერვალი, 1771 - 29 მარტი, 1792: მისი უდიდებულესობა დედოფალი შვედეთისა;
- 29 მარტი, 1792 - 21 აგვისტო, 1813: მისი უდიდებულესობა ქვრივი დედოფალი შვედეთისა;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Svenskt biografiskt handlexikon [Swedish biographical dictionary] (in Swedish), Runeberg, 1906
- Stålberg, Wilhelmina, Anteckningar om svenska qvinnor [Notes on Swedish women] (in Swedish), Runeberg.
- Munk (in Swedish), SE: Passagen, archived from the original on 2001-01-09
- Archived copy (in Swedish), NU: Historiska Personer, archived from the original on 2007-11-09, retrieved 2007-11-09
- (in Swedish), FI: Musti Onlinna http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:YRYHdyiDzC0J:www.mustionlinna.fi/Press/Finska%2520gustavianer.doc+munck+gustav+III+sofia&hl=sv&ct=clnk&cd=7&gl=se Missing or empty |title= (help)[permanent dead link]
- Starbäck, Carl Georg; Bäckström, Per Olof (1885–86), "Nionde bandet. Gustaf III. Gustaf IV Adolf", Berättelser ur svenska historien [Tales from the history of Sweden] (in Swedish)
- Svenskt biografiskt handlexikon [Swedish biographical hand-dictionary] (in Swedish), Runeber
- Ingvar Andersson (1979). Gustavianskt [The Gustavian age] (in Swedish). Fletcher & Son. ISBN 91-46-13373-9.
- Charlottas, Hedvig Elisabeth (1942). af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas Dagbok [The diaries of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). IX. PA Norstedt & Söners förlag. Unknown ID 412070. on WorldCat
- Ribbing, Gerd, Gustav III:s hustru Sofia Magdalena [Sophia Madalena, wife of Gustav III]
|
|