მარია იოზეფა ავსტრიელი (1751-1767)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია იოზეფა ავსტრიელი
Maria Josepha of Austria - Anton Raphael Mengs - 1767.jpg
სრული სახელი
მარია იოზეფა გაბრიელა იოანა ანტონია ანა
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 19 მარტი, 1751
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 15 ოქტომბერი, 1767, (16 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მამა ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა
რელიგია კათოლიციზმი

მარია იოზეფა ავსტრიელი (გერმ. Maria Josepha von Österreich; დ. 19 მარტი, 1751, ვენა, ავსტრია — გ. 15 ოქტომბერი, 1767, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შუათანა ქალიშვილი. საღვთო რომისა და ავსტრიის ორი იმპერატორის: იოზეფ II-ისა და ლეოპოლდ II-ის, ასევე საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის და, ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ის მამიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია იოზეფა 1762 წელს

მარია იოზეფა დაიბადა 1751 წლის 19 მარტს ჰოფბურგის სასახლეში, ვენაში. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიასა და მისი მეუღლის, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანის შუათანა ქალიშვილი. თავისი მრავალი და-ძმიდან იგი განსაკუთრებულად ახლოს იყო თავის უმცროს დასთან, ერცჰერცოგინია მარია იოჰანა გაბრიელასთან, რომელიც მასზე მხოლოდ 1 წლით იყო უფროსი.

ის და იოზეფა გამუდმებით ერთად იყვნენ და შემდგომში განათლებასაც ერთად იღებდნენ. ერცჰერცოგინიები შეისწავლიდნენ: წერა-კითხვას, ლათინურს, უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, სამხედრო არქიტექტურას, მათემატიკას, მუსიკას, ცეკვასა და გრამატიკას. მას შემდეგ, რაც სამი წელი შეუსრულდათ, ღრმადმორწმუნე დედის გავლენით შეისწავლიდნენ რელიგიასაც, თუმცა მხოლოდ კათოლიციზმს.

მას შემდეგ, რაც მისი რძალი, ერცჰერცოგინია იზაბელა პარმელი მშობიარობას გადაჰყვა, მარია იოზეფა დედის, თავისი დის, მარია ამალიასა და ძმისწულის, მარია ტერეზიას შემდეგ საიმპერატორო კარზე ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი გახდა. მან ეს პოზიცია მას შემდეგ დაკარგა, რაც მისმა ძმამ, ერცჰერცოგმა იოზეფმა მეორედ იქორწინა პრინცესა მარია იოზეფა ბავარიელზე.

ავსტრია-ესპანეთის სამეფო კარებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საქორწინო მოლაპარაკებები. თავიდან განიხილებოდა მარია იოზეფას დის, მარია ამალიას დაქორწინება ესპანეთის მეფე კარლოს III-ის ვაჟზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ზე. ისინი დაინიშნენ კიდევაც, თუმცა რატომღაც კარლოსმა ნიშნობა ჩაშალა და მარია ამალია ავსტრიელი თავის შვილიშვილზე, პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ფერდინანდზე დააოქრინა, ნეაპოლ-სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის საცოლედ კი მარია ტერეზიას შემდეგი ქალიშვილი, მარია იოჰანა გაბრიელა გამოაცხადა. იგი უკვე უნდა გამგზავრებულიყო და ნეაპოლში დაქორწინებულიყო, როდესაც ყვავილი შეეყარა და 1762 წელს 12 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმპერატრიცა მარია ტერეზიამ კარლოსს სასწრაფოდ შესთავაზა თავისი მეორე ქალიშვილის, უკვე მარია იოზეფას ხელი, რაზეც ესპანელები დასთანხმდნენ. მისი იტალიაში გამგზავრება 1765 წელს მამამისის, იმპერატორ ფრანც I-ის გარდაცვალებამ დააყოვნა, თუმცა როდესაც უკვე უნდა გამგზავრებულიყო, მსგავსად უფროსი დისა მარია იოზეფაც ყვავილით დაავადდა და მალევე, 1767 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა ვენაში, 16 წლის ასაკში. საბოლოოდ, ფერდინანდ I-ს ცოლად მარია ტერეზიას უმცროსი ქალიშვილი მარია კაროლინა ავსტრიელი შერთეს, რომელიც ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი გახდა და მრავალი შვილი გააჩინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fraser, Antonia (2001). Marie Antoinette, The Journey. Anchor. p. 28. ISBN 0-7538-1305-X.
  • Hopkins, Donald R. (2002). The greatest killer: smallpox in history, with a new introduction. University of Chicago Press. p. 64. ISBN 0-226-35168-8.
  • Fraser, p. 29.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 1.