შინაარსზე გადასვლა

ხუან II (არაგონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან II
Juan II
არაგონის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1458
მმართ. დასასრული: 1479
წინამორბედი: ალფონსო V
მემკვიდრე: ფერდინანდ II
ნავარის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1425
მმართ. დასასრული: 1479
წინამორბედი: კარლ III
მემკვიდრე: ლეონორ I
სიცილიის სამეფოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1458
მმართ. დასასრული: 1479
წინამორბედი: ალფონსო V
მემკვიდრე: ფერდინანდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ივნისი, 1398
დაბ. ადგილი: მედინა-დელ-კამპო, კასტილია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1479
გარდ. ადგილი: ბარსელონა, კატალონია
მეუღლე: ბლანკა I ნავარელი
ხუანა ენრიკესი
შვილები: 1-ლი ქორწინებიდან
კარლი, ხუანა, ბლანკა
ელეონორა
მე-2 ქორწინებიდან
ფერდინანდი II, ხუანა
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ფერდინანდ I
დედა: ელეანორ ალბუკერკე

ხუან II (ესპ. Juan II; დ. 29 ივნისი, 1398, მედინა-დელ-კამპო, კასტილია — გ. 20 იანვარი, 1479, ბარსელონა, კატალონია) — არაგონისა და სიცილიის მეფე 1458-1479 წლებში. ფერდინანდ I-ისა და ელეონორა ალბუკერკეს შვილი. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები მეფე, იცოცხლა 80 წელი.

იგი იყო ფერდინანდ I-ის მეორე შვილი. ტახტის მემკვიდრე კი იყო მისი უფროსი ძმა ალფონსო V. 1415 წლს, მამამისის კანონის მიხედვით იგი გახდა გენერალ-ლეიტენანტი სიცილიაში. 1416 წელს ფერდინანდ I გარდაიცვალა და ტახტზე ასული ალფონსო V-ის ინიციატივით ხუანი ესპანეთში დაბრუნდა.

1419 წელს დააქორწინეს ბლანკა I-ზე, ნავარის მეფე კარლ III-ის შვილზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი კარლი, ხუანა, ბლანკა და ელეონორა. 1425 წელს კარლ III გარდაიცვალა და ხუანი და ბლანკა გამოაცხადეს მეფეებად. ბლანკა მართავდა ქვეყანას, ხუანი ძირითადად ცხოვრობდა არაგონში. 1441 წელს ბლანკა I ნავარელი გარდაიცვალა, ტახტი კი ხუანმა ჩაიგდო ხელში.

ბლანკას გარდაცვალების შემდეგ ხუანი მეორედ დაქორწინდა ხუანა ენრიკესზე, რომელიც იყო კასტილიის მეფის ხუან II-ის ფავორიტის ალვარო დე ლუნას პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფედერიკო ენრიკესის ქალიშვილი. წლის შემდეგ ხუანა ენრიკესმა გადაწყვიტა თავისი ხელით ემართა ნავარა, რამაც ნავარაში სამოქალაქო ომი გამოიწვია, რის შედეგადაც ნავარა მთლიანად არაგონის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

1458 წელს არაგონის მეფე ალფონსო V გარდაიცვალა უშვილოდ. მის ნაცვლად ტახტზე ავიდა ხუან II. 1460 წელს მან საკუთარი შვილი კარლი ციხეში გამოკეტა, რამაც კატალონიაში აჯანყება გამოიწვია. 1461 წელს ხუანი იძულებული გახდა კარლი გაეთავისუფლებინა და თავის მემკვიდრედ ეღიარებინა. 1461 წლის 23 სექტემბერს კარლ ვიანელი გარდაიცვალა, რის გამოც კატალონიელებმა უარი თქვეს ეღიარებინათ ხუან II-ის მეფობა. ხუანის ბარსელონაში ჩასვლამ სამოქალაქო ომის პროვოცირება მოახდინა. ამავდროულად რეგიონში დაიწყო გლეხთა მსხვილი აჯანყება, რამაც აიძულა ხუანი ლოიალური დამოკიდებულება გამოეჩინა მოწინააღმდეგეების მიმართ.

1469 წელს ხუან II-მ ვალიადოლიდში ერთმანეთზე დააქორწინა თავისი შვილი ფერდინანდი და კასტილიის მეფის ხუან II-ის შვილი ისაბელა, კასტილიის ტახტის მემკვიდრე. ამ ქორწინებამ საფუძველი ჩაუყარა ერთიანი ესპანეთის ჩამოყალიბებას.

ხუან II გარდაიცვალა სიბერით, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია პობლეტის მონასტერში.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Rivadeneyra. "Cronicas de los reyes de Castilla," Biblioteca de autores espanoles, vols. Ixvi, Ixviii. Madrid, 1845.
  • Zurita, G. Anales de Aragon. Saragossa, 1610.
  • Prescott W. H. History of the Reign of Ferdinand and Isabella. 1854.