მარია ანა ავსტრიელი (1683-1754)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ანა ავსტრიელი
D. Maria Ana de Áustria, Rainha de Portugal - Pompeo Batoni (Palácio Nacional da Ajuda).png
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 ოქტომბერი 1708
მმართ. დასასრული: 31 ივლისი 1750
წინამორბედი: მარია სოფია ნოიბურგელი
მემკვიდრე: მარიანა ვიქტორია ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 სექტემბერი, 1683
დაბ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 14 აგვისტო, 1754 (70 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუან V, პორტუგალიის მეფე
შვილები: ბარბარა, ესპანეთის დედოფალი
პედრუ, ბრაზილიის პრინცი
ჟუზე I, პორტუგალიის მეფე
პედრუ III, პორტუგალიის მეფე
სრული სახელი: მარია ანა იოზეფა ანტონია რეჯინა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Assinatura Rainha D. Maria Ana de Áustria 1743.svg

მარია ანა ავსტრიელი (გერმ. Maria Anna von Österreich, პორტ. Maria Ana de Áustria; დ. 7 სექტემბერი, 1683 — გ. 14 აგვისტო, 1754) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და მისი მესამე ცოლის, იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1708-1750 წლებში როგორც ჟუზე V-ის მეუღლე. პორტუგალიის რეგენტი 1742-1750 წლებში ჟუან V-ის ავადმყოფობის პერიოდში. ესპანეთის დედოფალ ბარბარა ბრაგანსისა და პორტუგალიის ორი მეფის — ჟუზე I-ისა და პედრუ III-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ანა დაიბადა 1683 წლის 7 სექტემბერს, ავსტრიის ქალაქ ლინცში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და მისი მესამე ცოლის, ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელის ქალიშვილი. იგი იყო ორი საღვთო რომის იმპერატორის — იოზეფ I-ისა და კარლ VI-ის და. ასევე კარლის ხაზით, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას მამიდა.

დედოფალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1708 წლის 27 ოქტომბერს მარია ანა დაქორწინდა პორტუგალიის მეფე ჟუან V-ზე, რომელიც მისი ღვიძლი დეიდაშვილი იყო. ეს ქორწინება მიმართული იყო ბურბონთა მმართველობის ქვეშ მყოფი საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ ომისთვის გასაერთიანებლად. აქედან მოყოლებული მარია ანა პორტუგალიის დედოფალი გახდა ქმრის გარდაცვალებამდე.

როგორც სრულიად პორტუგალიის დიასახლისმა, მარია ანამ გადაწყვიტა ტრადიციებისა და ნაციონალური სამოსისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცა. მან დიდი გავლენა მოახდინა სამეფო კარის მამაკაცებისა და ქალბატონების პორტუგალიური სულისკვეთების გაზრდასა და გარკვეული კუთხით სეგრეგაციაშიც. თავისი ქმრის, ჟუანის მსგავსად მასაც არაჩვეულებრივი პირის გემო ჰქონდა და ძალიან უყვარდა ჭამა. ამ მიზეზით იგი ხშირად მთელი პორტუგალიიდან იწვევდა დიდგვაროვნებს და მართავდა დიდ ნადიმს, რაც ზოგჯერ რამდენიმე დღე გადაბმულად გრძელდებოდა. მის ცხოვრებაში რელიგია ძალიან მცირე როლს თამაშობდა, რაც არ იყო დამახასიათებელი ჰაბსბურგებისთვის.

რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1742 წელს მეფე ჟუანს ინსულტმა დაარტყა და იგი პარალიზებული დატოვა. ამის გამო რეგენტად მარია ანა დაინიშნა და მთელი ძალაუფლება მის ხელში აღმოჩნდა. 1750 წელს ჟუანი გარდაიცვალა და ტახტზე მათი ვაჟი ჟუზე I ავიდა.

მარია ანა 1754 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა, 70 წლის ასაკში. მისი სხეული ლისაბონში, ხოლო გული ვენაში განისვენებს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბარბარა (დ. 4 დეკემბერი 1711 - გ. 27 აგვისტო 1758), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. პედრუ (დ. 19 ოქტომბერი 1712 - გ. 24 ოქტომბერი 1714), ბრაზილიის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ჟუზე I (დ. 6 ივნისი 1714 - გ. 24 თებერვალი 1777), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო მარიანა ვიქტორია ესპანელი, რომელთანაც ოთხი გოგონა შეეძინა, მათ შორის მომავალი დედოფალი მარია I, რომელიც ცოლად ბიძამისს, პედრუ III-ს გაჰყვა.
  4. კარლოსი (დ. 2 მაისი 1716 - გ. 30 მარტი 1720), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. პედრუ III (დ. 5 ივლისი 1717 - გ. 25 მაისი 1786), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო თავისი ძმის შვილი, პორტუგალიის დედოფალი მარია I;
  6. ალექსანდრე (დ. 24 სექტემბერი 1723 - გ. 2 აგვისტო 1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vale, Teresa; Gomes, Carlos (1994). SIPA, ed. "Palácio Nacional de Belém" (in Portuguese). Lisbon, Portugal: SIPA – Sistema de Informação para o Património Arquitectónico. Archived from the original on 28 September 2011. Retrieved 18 July 2011.
  • Nizza da Silva, p. 33, 34.
  • Nizza da Silva, Maria Beatriz (2009). Reis de Portugal: D. João V (in Portuguese). Lisbon: Temas & Debates.