ლეონორ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონორ დე ბურბონი
Imposición del Toisón de Oro a la princesa de Asturias 04.jpg
პრინცესა ლეონორი 2018 წლის იანვარში
ასტურიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი, 2014
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ფილიპე
სხვა წოდებები: ესპანეთის ინფანტა
ჯირონას პრინცესა
ვიანას პრინცესა
მონბლანის ჰერცოგინია
სერვერას გრაფინია
ბალახერას ქალბატონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ოქტომბერი, 2005 (2005-10-31) (14 წლის)
დაბ. ადგილი: რუბერის საერთაშორისო ჰოსპიტალი, მადრიდი, ესპანეთი
სრული სახელი: ლეონორ დე ტოდოს ლოს სანტოს დე ბურბონ ი ორტის-როკასოლანო
დინასტია: ბურბონები
მამა: ფილიპე VI, ესპანეთის მეფე
დედა: ლეტიცია ორტის-როკასოლანო
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Leonor spain sig.svg

ლეონორ დე ბურბონი (ესპ. Leonor de Borbón; დ. 31 ოქტომბერი, 2005) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიცია ორტისის უფროსი ასული. ესპანეთის ტახტის რიგით პირველი მემკვიდრე, ასტურიის, ჯირონასა და ვიანას პრინცესა, ესპანეთის ინფანტა, მონბლანის ჰერცოგინია, სერვერას გრაფინია და ბალახერას ქალბატონი. იგი იქნება ესპანეთის პირველი ქალი მონარქი დედოფალ ისაბელ II-ის შემდეგ, რომელიც 1833-68 წლებში მართავდა ქვეყანას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონორი დაიბადა 2005 წლის 31 ოქტომბერს, რუბერის საერთაშორისო ჰოსპიტალში, მადრიდში, ღამის 01:47 საათზე. იგი იყო ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ისა და დედოფალ სოფია ბერძენის უფროსი ვაჟის, ასტურიის პრინც ფილიპესა და მისი ცოლის, პრინცესა ლეტიცია ორტისის პირველი შვილი. სამეფო ოჯახის დაუკითხავად, მისი დაბადების შესახებ პერსონალის მუშაკმა ჩუმად შეატყობინა პრესის წარმომადგენლებს SMS შეტყობინებით. აღსანიშნავია, რომ ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ ახალშობილ ლეონორს ტვინის სარქველი დაეხურა და სასწრაფოდ სადრენაჟო რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სასწაულებრივად მოახერხეს მისი სიცოცხლის გადარჩენა. გართულებული მდგომარეობის გამო, ლეონორი და დედამისი ერთი კვირა გააჩერეს საავადმყოფოში. საბოლოოდ, 2005 წლის 7 ნოემბერს ლეტიცია და ლეონორი ჰოსპიტალიდან გაწერეს, რის შემდეგაც ისინი სარსუელას სასახლეში დაბინავდნენ. აქ, 2006 წლის 14 იანვარს მადრიდის არქიეპისკოპოსმა ანტონიო რუსო-ვარელამ ლეონორი კათოლიკედ მონათლა. მამამისის მსგავსად, ლეონორიც მდინარე იორდანედან წამოღებული წყლით მოინათლა.

განათლება და აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონორის განათლებაზე სამეფო ოჯახის წევრები დიდად ზრუნავენ. 2008 წლის 15 სექტემბერს, იგი პირველად მივიდა მადრიდის გარეთ, ქალაქ არავაკას სანტა მარია დე ლოს როსალესის კერძო სკოლაში, რომელიც დაამთავრა მამამისმა და რომელშიც რამდენიმე წელიწადში შევიდა მისი უმცროსი დაც. პრინცესა ლეონორი თავისუფლად ფლობს ესპანურსა და ინგლისურს, ამჟამად კი იგი ჩინურს სწავლობს.

2014 წლის მაისში, ქალაქ მურსიაში შედგა ლეონორის პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც იგი სან ხავიერის საჰაერო ძალებს ეწვია.

2014 წლის 18 ივნისს მეფე ხუან კარლოს I-მა ხელი მოაწერა ტახტიდან გადადგომის ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში 19 ივნისიდან შევიდა. ამის შემდეგ ტახტზე ლეონორის მამა, ფილიპე VI ავიდა, დედამისი ლეტიცია კი ესპანეთის დედოფალი გახდა. ვინაიდან მათ ვაჟი არ ჰყავთ, აქედან მოყოლებული, სწორედ ლეონორი ითვლება ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ და მაშასადამე ასტურიის პრინცესად.

ესპანეთში, ისევე როგორც სხვა მონარქიულ სახელმწიფოებში, ტახტზე მამრობითი სქესის უპირატესობა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი დედოფალი ვაჟს გააჩენს, ლეონორი რიგით მეორე მემკვიდრე გახდება. თუმცა, ვინაიდან დედოფალი მესამე ბავშვის გაჩენას აღარ აპირებს, ტახტის პირველ მემკვიდრედ კვლავ ლეონორი რჩება. ფემინისტური ორგანიზაციები ამ ყოველივეს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს სქესობრივი დისკრიმინაციაა. ისინი ასევე ამბობენ, რომ ტახტი აუცილებლად პირველ შვილს უნდა დარჩეს, მიუხედავად სქესისა, რაც ასევე ლეონორს აძლევს უპირატესობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ლეონორს ჰყავს უმცროსი დაც, რომელსაც ასევე აქვს უფლება ტახტზე, რასაც ემატება ლეონორის ორი მამიდა და მათი ვაჟები, რომლებსაც ასევე გააჩინათ უფლებები ესპანეთის სამეფო ტახტზე.

2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ლეონორის მიერ ცვილით დამზადებული პირველი ქანდაკება. 2015 წლის 20 მაისს ლეონორი პირველად ეზიარა კათოლიკური წესით. მის დაბადების დღემდე 10 დღით ადრე, მეფე ფილიპემ მას ოქროს საწმისის ორდენი უბოძა. 2018 წლის სექტემბერში ლეონორი, თავის მშობლებთან ერთად დაესწრო ასტურიის სამეფოს დაარსებიდან 1,300 წლის იუბილეს.

2018 წლის 31 ოქტომბერს, მადრიდში ლეონორმა მოაწყო ოფიციალური პრეზენტაცია ესპანური კონსტიტუციის პირველი ნაწილის შესახებ, რომელიც დაემთხვა ესპანეთის კონსტიტუციის მეორმოცე, ხოლო ლეონორის მეცამეტე დაბადების დღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kleine-Zeitung-Artikel zur Einschulung von Prinzessin Leonor (Memento vom 29. Oktober 2008 im Internet Archive), abgerufen 27. August 2013
  • König Felipe verleiht Tochter Leonor Ritterorden (ndr.de, 30. Januar 2018) (Memento vom 28. Februar 2018 im Internet Archive)
  • Thomas Urban Brückenbauer gesucht, sz.de, 11. Februar 2018.
  • Focus-Artikel zur Geburt von Infantin Sofia, abgerufen am 29. Juli 2010.
  • Spanische Verfassung, Artikel 168 (Seite 50 des PDF-Dokuments), abgerufen 29. Juli 2010