ისაბელ II (ესპანეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისაბელ II
Isabel II de Borbón
Reina Isabel II de España.jpg
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 სექტემბერი, 1833
მმართ. დასასრული: 30 სექტემბერი, 1968
წინამორბედი: ფერდინანდ VII
მემკვიდრე: ამადეუს I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1830
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 19 აპრილი, 1904
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ფრანსისკო დე ასის ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ VII
დედა: მარია კრისტინა
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: FirmaIsabelII.JPG

ისაბელ II (ესპ. Isabel II; დ. 10 ოქტომბერი, 1830, მადრიდი — გ. 19 აპრილი, 1904, პარიზი) — ესპანეთის დედოფალი 1833-1868 წლებში, 1837 წლიდან იგი იყო ესპანეთის კონსტიტუციური მონარქიის პირველი მონარქი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერდინანდ VII-ისა და მარია კრისტინა ნეაპოლელის შვილი. სამეფო ტახტი დაიკავა ფერდინანდის მიერ სალიკური სამართალის შეცვლის შედეგად. მცირეწლოვან დედოფალს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი დონ კარლოსი, რამაც გამოიწვია პირველი კარლისტური ომი.

დედოფალ ისაბელის ბრძანებით 1850 წელს მადრიდში სამეფო თეატრი ააშენეს.

დაამხეს 1968 წელს და ქვეყნიდან გაიქცა. 1870 წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს უარი თქვა ტახტზე შვილის ალფონსო XII-ის სასარგებლოდ. შვილისა და შვილიშვილის მეფობის პერიოდში ცხოვრებას მაინც პარიზში ატარებდა და 1904 წელს იქვე გარდაიცვალა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1846 წელს დააქორწინეს საკუთარ ბიძაშვილზე ფრანსისკო ბურბონზე (1822-1902 წწ.), რომელსაც იმპოტენტისა და ჰომესექსუალის რეპუტაცია ჰქონდა. დედოფალი სულაც არ აპირებდა თავისი სიამოვნება ქვეყნის ინტერესებისათვის შეეწირა. მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები ძირითადად დაბალი ფენებიდან იყვნენ. მისმა შვილებმა მამების სახელების მიხედვით მიიღეს ზედწოდებები. მაგალითად: მარია ისაბელას უწოდებდნენ არანუელას, რადგან მამამისი იყო ოფიცერი ლუდვიგ არანი. ალფონსოს, მამის, ოფიცერ პუიგა მოლტოს მიხედვით პუიგმოლტეხოს უწოდებდნენ. ფრანსისკო დე ასის ბურბონმა დედოფლის ყველა შვილი თავისად აღიარა:

  • მარია ისაბელა (1851—1931), ასტურიის პრინცესა, ჯიჯენტოს გრაფის, გაეტანის ცოლი.
  • მარია კრისტინა (1854—1897),
  • ალფონსო XII (1857—1885), ესპანეთის მეფე 1874—1885 წწ.;
  • მარია დე პილარი (1861—1879),
  • მარია დე ლა პას ესპანელი (1862—1946), ლუდვიგ ფერდინანდ ბავარიელის ცოლი;
  • ეულალია (1864—1958), ინფანტ ანტონიო ორლეანელის ცოლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]