მარია ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია ბურგუნდიელი
Niklas Reiser 001.jpg
ბრაბანტის, ლიმბურგის, ლოთერის, ლუქსემბურგის, ბურგუნდიის, გელდერსისა და ნაიმურის ჰერცოგინია, არტუას, ფლანდრიის, ოვერიხლესის, ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიისა და ზუტპენიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 5 იანვარი 1477
მმართ. დასასრული: 27 მარტი 1482
წინამორბედი: შარლ მამაცი
მემკვიდრე: ფილიპე ლამაზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 თებერვალი 1457
გარდ. თარიღი: 27 მარტი 1482 (25 წლის)
დაკრძ. ადგილი: ბრიუგე, ფლანდრია
მეუღლე: მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ფილიპე I, კასტილიის მეფე
მარგარეტი, სავოიის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუა-ბურგუნდია
მამა: შარლ მამაცი
დედა: ისაბელა ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ბურგუნდიელი (გერმ. Maria von Burgund; დ. 13 თებერვალი 1457 — გ. 27 მარტი 1482), აგრეთვე ცნობილი როგორც მარია მდიდარიბურგუნდიისა და მისი დაქვემდებარებული სახელმწიფოების, ე.წ. 17 პროვინციის მმართველი 1477 წლიდან გარდაცვალებამდე. ჰერცოგ შარლ მამაცისა და მისი ცოლის, ისაბელა ბურბონის ასული. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის პირველი ცოლი. კასტილიის მეფე ფილიპე I-სა და სავოიის ჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელის დედა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელოებისათვის საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დაიწყო ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ესპანეთმა გაიმარჯვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დაიბადა ბრიუსელში, კოუდენბერგის სამეფო სასახლეში. იგი იყო ჰერცოგ შარლ მამაცისა და მისი ცოლის, ისაბელა ბურბონის ასული. მარიას ნათლია იყო საფრანგეთის დოფინი ლუი დე ვალუა. მას სახელი საფრანგეთის დედოფალ მარია ანჟუელის პატივსაცემად დაარქვეს. მამის მხრიდან მარიას ბებია-ბაბუა იყვნენ ჰერცოგი ფილიპ კარგი და ჰერცოგინია ისაბელა პორტუგალიელი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1467 წელს მარიას მამა, ჰერცოგი შარლი ნანსის ბრძოლაში გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ შარლს მარიას გარდა სხვა შვილი არ ჰყავდა, ჰერცოგინია მარია გახდა. მარიამ მემკვიდრეობით არა მხოლოდ ბურგუნდია, არამედ მასზე დამოკიდებული უამრავი პატარა სახელმწიფო მიიღო. მსგავსმა უზარმაზარმა მემკვიდრეობამ, მარია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საპატარძლოდ აქცია. მას პირველად ხელი სთხოვა არაგონის მეფე ფერდინანდ II-მ, ხოლო შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის უმცროსმა ძმამ, ბერის ჰერცოგმა შარლ დე ვალუამ, თუმცა მარიამ ორივეს უარი განუცხადა. ამის შემდეგ, საფრანგეთის მეფემ მოისურვა მარია და თავისი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე შარლი დაექორწინებინა და ამ გზით ჩაეგდო ხელში მისი სამფლობელოები. თუმცა მარია შარლზე 13 წლით უფროსი იყო, ამიტომაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ მისი ხელი ითხოვა ლოთარინგიის ჰერცოგ ნიკოლას I-მა. ნიკოლასის მიწები მარიას მეზობლად მდებარეობდა და მათ შემოერთებაზე ოცნებობდა, თუმცა 1473 წელს მარიამ მასაც უარი უთხრა.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიას სამფლობელოები

1477 წელს მარია საფრანგეთთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ლუი XI-ს რეალური შანსი ჰქონდა, რომ დაეპყრო მარიას მთელი სამფლობელოები, რაზეც იგი ოცნებობდა.

საბოლოოდ მარია იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. იგი დათანხმდა ლუის ვაჟზე ქორწინებას, რითაც არაფორმალურად უთმობდა მათ თავის მიწებს, ვინაიდან მარიას და შარლის შვილი აუცილებლად მიუერთებდა ბურგუნდიას საფრაგეთს. საფრანგეთში ელჩი გაგზავნეს, რომელსაც მარიასა და შარლს შორის ქორწინებაზე მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა. საფრანგეთის მეფე კი ითხოვდა, რომ მარიას ნებაყოფლობით ეთქვა უარი თავის მემკვიდრეობაზე.

დიდი პრივილეგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1477 წლის 10 თებერვალს მარია იძულებული გახდა ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საფრანგეთთან, რომელიც ისტორიაში შესულია როგორც დიდი პრივილეგია. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქორწინების შემდეგ როცა მარია გარდაიცვლებოდა ფლანდრია, ბრაბანტი, ენო და ჰოლანდია ავტომატურად გადადიოდა საფრანგეთის მეფის მფლობელობაში. ამავე ხელშეკრულებით, მარიას ქვეყნის მართვის თითქმის ყველა ბერკეტი ჩამოართვეს. მას აღარ შეეძლო გადასახადების გაზრდა, ომის გამოცხადება, თანამდებობაზე პირების დანიშვნა და ა.შ.

ამ ყოველივემ ადგილობრივ ხალხში ფრანგებისადმი ზიზღის ზრდა გამოიწვია. თავად მარია კი მაინც ახერხებდა ჩუმად მიმოწერების განხორციელებას.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიასა და მაქსიმილიანის ქორწილი

საბოლოოდ მარიამ თავისი არჩევანი გააკეთა და ავსტრიის ერცჰერცოგზე დაქორწინება მოისურვა. ეს იყო ავსტრიის ერჰერცოგი და ამასთან საღვთო რომის იმპერიის ტახტის მემკვიდრე მაქსიმილიან I. მაქსიმილიანი ერთად-ერთი ადამიანი იყო ვისაც მარიას ფრანგებისგან დახსნა შეეძლო. 1477 წლის 16 აგვისტოს გენტში მარია და მაქსიმილიანი დაქორწინდნენ. მარიას ქორწინებამ ყველაფერი შეცვალა. მარიას სამფლობელოებზე პრეტენზია ყოველთვის ჰქონდათ ფრანგებს, თუმცა ამჯერად მათ ჰაბსბურგებიც დაემატნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაიწყო ორსაუკუნოვანი დაპირისპირება საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის.

ნიდერლანდებში საქმეები უფრო კარგად წავიდა. საფრანგეთის აგრესია დროებით შეჩერდა და ქვეყანაში მშვიდობა დამყარდა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ბურგუნდიელის საფლავი

1482 წლიდან მარია და მაქსიმილიანი ხშირად ნადირობდნენ ენოს ტყეებში. მარიას ძალიან უყვარდა ცხენოსნობა და ნადირობა. იგი მაქსიმილიანთან და სამეფო კარის ნადირებთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნადირობისას, 1482 წლის 27 მარტს მარიას ცხენი ტახმა დააფრთხო, ყალყზე შედგა და მარია გადმოაგდო. მარია მძიმედ დაეცა, თავი დაარტყა და ზურგიც ძლიერად დაუზიანდა. ამავე დღის საღამოს, 25 წლის მარია ბურგუნდიელი გარდაიცვალა. ამ დროისათვის, მარიას ასული, პრინცესა მარგარეტი საფრანგეთის მომავალ მეფეზე დასაქორწინებლად იყო გაგზავნილი საფრანგეთში. ამიტომაც მარიას გარდაიცვალების შემდეგ ლუი XI-მ თავი მარიას ნათესავად მიიჩნია (მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი ჯერ მის ვაჟზე დაქორწინებული არ იყო) და ბურგუნდიის დასაპყრობად ომი დაიწყო, თუმცა წარუმატებლად.

1482 წელს საფრანგეთის ჯარები ბურგუნდიაში შევიდა და ფრანშ-კონტე და არტუა დაიპყრო. 1493 წელს კი სამშვიდობო ხელშეკრულებით ომი დასრულდა. ამის მიუხედავად მთელი მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის მიმდინარეობდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა მარიას სამფლობელოები.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ბურგუნდიელი ოჯახთან ერთად

1477 წელს მარია დაქორწინდა მაქსიმილიან I-ზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:

  • ფილიპე (დ. 22 ივლისი 1478 - გ. 25 სექტემბერი 1506),მემკვიდრეობით მიიღო მარიას ყველა სამფლობელოები, ამასთან იქორწინა კასტილიისა და არაგონის დედოფალ ხუანა I-ზე, რითაც იგი ამ სახელმწიფოების მეფე და ესპანეთში ჰაბსბურგთა დინასტიის დამფუძნებელი გახდა;
  • მარგარეტი (დ. 10 იანვარი 1480 - გ. 1 დეკემბერი 1530), დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა, ამის შემდეგ დაქორწინდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრეზე, ასტურიის პრინც ხუან ტრასტამარაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეორედ გათხოვდა სავოიის ჰერცოგ ფილიბერტ II-ზე;
  • ფრანცი (დ. 2 სექტემბერი 1481 - გ. 26 დეკემბერი 1481), გარდაიცვალა ჩვილობაში.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blason Ducs Bourgogne (ancien).svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ბურგუნდიის ჰერცოგინია
  • CoA Brabant Duchy.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ბრაბანტის ჰერცოგინია
  • Guelders-Jülich Arms.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: გელდერსის ჰერცოგინია
  • Modern Arms of Limburg.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ლიმბურგის ჰერცოგინია
  • Arms of the Archduchy of Austria.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ლოთერის ჰერცოგინია
  • Armoiries Comtes de Luxembourg.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ლუქსემბურგის ჰერცოგინია
  • Namur Arms.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ნემურის გრაფინია
  • Blason comte fr Nevers.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ბურგუნდიის კურპფალცის გრაფინია
  • Artois Arms.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: არტუას გრაფინია
  • Blason Charolais.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ოვერიხლესის გრაფინია
  • Blason Nord-Pas-De-Calais.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ფლანდრიის გრაფინია
  • Hainaut Modern Arms.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ენოს გრაფინია
  • Counts of Holland Arms.svg 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ჰოლანდიის გრაფინია
  • Coatofarmszeeland.PNG 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ზელანდიის გრაფინია
  • Escudo de Zutphen 1581.png 5 იანვარი 1477 - 27 მარტი 1482: ზუტპენიის გრაფინია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vaughan, Richard, Charles the Bold: the last Valois Duke of Burgundy, (Boydell Press, 2004), 127
  • Taylor, Aline, Isabel of Burgundy
  • Paul Murray Kendall, Louis XI, (W.W.Norton Co. Inc, 1971), 319.
  • Koenigsberger, H. G. (2001). Monarchies, States Generals and Parliaments: The Netherlands in the Fifteenth and Sixteenth Centuries. Cambridge University Press.
  • Charles W. Ingrao, The Habsburg Monarchy, 1618–1815, (Cambridge University Press, 2000), 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]