ლუიზა ნიდერლანდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუიზა ნიდერლანდელი
Louise de Suède et de Norvège.jpg
შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 ივლისი, 1859
მმართ. დასასრული: 30 მარტი, 1871
წინამორბედი: ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი
მემკვიდრე: სოფია ნასაუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 აგვისტო, 1828
დაბ. ადგილი: ჰააგა, ნიდერლანდები
გარდ. თარიღი: 30 მარტი, 1871, (42 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: კარლ XV, შვედეთისა და ნორვეგიის მეფე
შვილები: ლუიზა, დანიის დედოფალი
სრული სახელი: ვილჰელმინა ფრედერიკა ალექსანდრინა ანა ლუიზა
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ფრედერიკი, ნიდერლანდების პრინცი
დედა: ლუიზა პრუსიელი
რელიგია: კალვინიზმი

ლუიზა ნიდერლანდელი (ნიდერლ. Louise der Nederlanden, შვედ. Lovisa av Nederländerna, ნორვ. Louise av Nederland; დ. 5 აგვისტო, 1828, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 30 მარტი, 1871, სტოკჰოლმი, შვედეთი) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. პრინცი ფრედერიკ ნიდერლანდელისა და პრინცესა ლუიზა პრუსიელის ქალიშვილი. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი 1859-1871 წლებში როგორც კარლ XV-ის მეუღლე. დანიის დედოფალ ლუიზა შვედის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დაიბადა 1828 წლის 5 აგვისტოს ჰააგაში. იგი იყო ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ისა და დედოფალი ვილჰელმინა პრუსიელის უმცროსი ვაჟის, პრინცი ფრედერიკ ნიდერლანდელისა და მისი მეუღლის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის უმცროსი ქალიშვილის, პრინცესა ლუიზა პრუსიელის პირველი შვილი.

დედოფალი ლუიზა 1861 წელს

1850 წლის 19 ივნისს, სტოკჰოლმში შედგა ლუიზასა და პრინცი კარლ ბერნადოტის ქორწინება, რომელიც იყო შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ I-ისა და დედოფალ ჟოზეფინა ლოიხტენბერგელის უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე.

მათი ქორწინება მიმართული იყო ნიდერლანდებისა და შვედეთ-ნორვეგიის ალიანსის შესაქმნელად. აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთის სამეფო კარს იმედი ჰქონდა ლუიზა ბევრ ვაჟს გააჩენდა. მას შემდეგ, რაც კარლმა აღმოაჩინა, რომ ლუიზა არც ისეთი ლამაზი იყო როგორსაც მოელოდა, ახალ ქალებთან რომანების გაბმა დაიწყო. ქორწინების პირველი წლების განმავლობაში, მას საკმაოდ ახლო და ძლიერი კავშირი ჩამოუყალიბდა თავის დედამთილთან, რომელიც ლუიზას მფარველობდა. მიუხედავად მრავალი გახმაურებული რომანისა, პრინცესა ლუიზას მაინც უყვარდა თავისი ქმარი და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იყო.

1859 წლის 8 ივლისს ლუიზა შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. მისი დედოფლად კორონაცია შედგა როგორც სტოკჰოლმში, ისე ოსლოში. უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის წინა ორი დედოფალი თავიანთი განსხვავებული რელიგიის გამო არასოდეს კურთხეულან დედოფლებად. აღსანიშნავია ისიც, რომ შუა საუკუნეების შემდეგ ლუიზა იყო ნორვეგიის პირველი დედოფალი, რომლის კორონაციაც ნორვეგიის მიწაზე შედგა. ამის გამო იგი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნორვეგიელებში, რასაც ვერ ვიტყვით შვედებზე.

ლუიზა, როგორც დედოფალი, შვედეთში ნაკლებად პოპულარული იყო. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მას კარგად არასოდეს უსწავლია შვედური ენა, რის გამოც ხალხთან ნორმალურად ვერც კონტაქტობდა. მიუხედავად ამისა, იგი გარკვეული სიმპათიით მაინც სარგებლობდა, რადგან პოლიტიკაში ჩარევისა და ინტრიგების ხლართვის ნაცვლად მან რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა. გარდა ამისა, ნიდერლანდურიდან შვედურზე თარგმნა არაერთი წიგნი, რამაც პატარა შემოსავალი მოუტანა. იგი გარდაიცვალა 1871 წლის 30 მარტს სტოკჰოლმში, 42 წლის ასაკში. დაკრძალულია რიდარჰოლმის კათედრალში, სტოკჰოლმში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალ ლუიზასა და კარლ XV-ს სულ ორი შვილი შეეძინათ:

  1. ლუიზა (1851-1926), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ს, რომელთანაც შეეძინა დანიის მომავალი მეფე კრისტიან X და ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII;
  2. კარლ ოსკარი (1852-1854), სოდერმანლანდის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Österberg, Carin et al., Svenska kvinnor: föregångare, nyskapare(ISBN 91-87896-03-6) (Swedish Women: predecessors, pioneers) Lund: Signum 1990.(Swedish)
  • Anne-Marie Riiber (1959). Drottning Sophia. (Queen Sophia) Uppsala: J. A. Lindblads Förlag. ISBN. page 74
  • Christer Engstrand and Ingmar Andersson. Historiska Personer: Lovisa av Nederländerna. Retrieved 3 October 2004.
  • Lars Elgklou (1995). Familjen Bernadotte, en kunglig släktkrönika. Skogs boktryckeri Trelleborg. ISBN 91-7054-755-6.
  • Lars O. Lagerqvist (1979). Bernadotternas drottningar. Albert Bonniers Förlag AB. ISBN 91-0-042916-3.
  • Lars Elgklou (1978). Bernadotte. Historien – eller historier – om en familj.. Stockholm: Askild & Kärnekull Förlag AB.
  • Robert Braun (1950). Silvertronen, En bok om drottning Josefine av Sverige-Norge. (The Silver Throne. A Book about Queen Josefine of Sweden-Norway) Stockholm: Norlin Förlag AB. page 201