მარია კაროლინა ავსტრიელი (1801-1832)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია კაროლინა ავსტრიელი
Peter Krafft Bildnis einer Maria Karolina.jpg
სრული სახელი
მარია კაროლინა ფერდინანდა ტერეზია იოზეფა დემეტრია
წოდებები
საქსონიის კრონპრინცესა
დაიბადა 8 აპრილი, 1801
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 22 მაისი, 1832, (31 წლის)
დრეზდენი, გერმანია
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მეუღლე(ები) ფრიდრიხ ავგუსტი, საქსონიის კრონპრინცი
მამა ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზა სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

მარია კაროლინა ავსტრიელი (გერმ. Maria Karolina von von Österreich; დ. 8 აპრილი, 1801, ვენა, ავსტრია — გ. 22 მაისი, 1832, დრეზდენი, გერმანია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-ისა და დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის ასული. საქსონიის კრონპრინცესა როგორც მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ის პირველი ცოლი, მის ტახტზე ასვლამდე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კაროლინა 1817 წელს

მარია კაროლინა დაიბადა 1801 წლის 8 აპრილს ვენაში. იგი იყო საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის შუათანა ქალიშვილი.

მისი უფროსი და-ძმები იყვნენ: საფრანგეთის იმპერატრიცა მარია ლუიზა, ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ I, ბრაზილიისა და პორტუგალიის იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა და სალერნოს პრინცესა მარია კლემენტინა. იგი ასევე იყო ერცჰერცოგი ფრანც კარლისა და ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელის უფროსი და.

თავისი დების ქორწინებებით იგი ცოლის დად ერგებოდა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს, პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ს

ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წლის 7 ოქტომბერს დრეზდენში მარია კაროლინა დაქორწინდა საქსონიის კრონპრინც ფრიდრიხ ავგუსტზე, საქსონიის პრინც მაქსიმილიანისა და პრინცესა კაროლინა პარმელის უფროს ვაჟზე, რომლის დებიც იყვნენ: ტოსკანის დიდი ჰერცოგინიები მარია ანა და მარია ფერდინანდა და ესპანეთის დედოფალი მარია იოზეფა ამალია.

მათი ქორწინება უიღბლო და უნაყოფო იყო. მარია კაროლინა თბილი და დახვეწილი თვისებების მქონე პრინცესა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება იტანჯებოდა ეპილეფსიის შეტევებით. ამის გამო მას არ შეეძლო კრონპრინცესის, ანუ მომავალი დედოფლის მთავარი მოვალეობის შესრულება — მემკვიდრის გაჩენა.

წყვილს შორის უთანხმოებას იწვევდა ისიც, რომ ფრიდრიხ ავგუსტი არ იყო ერთგული მეუღლე, რის გამოც მარია კაროლინასთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. თავისი ერთ-ერთი ასეთი რომანისაგან მას ერთი უკანონო ვაჟიც შეეძინა 1822 წელს, რაც კრონპრინცესას ერთობ დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებდა.

ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ, 1832 წლის 22 მაისს 31 წლის მარია კაროლინა დრეზდენის სამეფო სასახლეში გარდაიცვალა ეპილეფსიური კრუნჩხვების მორიგი შემოტევისას. ამის შემდეგ მისი ქვრივი 1833 წელს დაქორწინდა მეფე მაქსიმილიან I-ის ასულ მარია ანა ბავარიელზე, თუმცა შვილები არც მასთან ჰყოლია. 1836 წელს იგი საქსონიის მეფეც გახდა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kroll, Frank-Lothar. "Die Herrscher Sachsens: Markgrafen, Kurfürsten, Könige. 1089–1918". München, 2007, p. 241
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Franz I." . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 6. p. 208
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 9.