მატილდა ჰოლშტაინელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მატილდა ჰოლშტაინელი
Matilda of Denmark effigy 2009.jpg
დანიის დედოფალი
კორონაცია: 1 ნოემბერი, 1250, როსკილე
მმართ. დასაწყისი: 1 ნოემბერი, 1250
მმართ. დასასრული: 29 ივნისი, 1252
წინამორბედი: იუტა საქსონიელი
მემკვიდრე: მარგარეტ სამბირია
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1220
გარდ. თარიღი: 1288
მეუღლე: აბელი, დანიის მეფე
ბირგერი, შვედეთის რეგენტი
შვილები: ვალდემარ III, შლეზვიგის ჰერცოგი
ერიკ I, შლეზვიგის ჰერცოგი
აბელი, ლანგელანდის ერლი
დინასტია: შკაუენბურგები
მამა: ადოლფ IV, ჰოლშტაინის გრაფი
დედა: ჰეილვიგ ლიპელი
რელიგია: კათოლიციზმი

მატილდა ჰოლშტაინელი (გერმ. Mechthild von Holstein, დან. Methilde af Holsten; დ. 1220 — გ. 1288) — დანიის დედოფალი 1250-52 წლებში როგორც აბელის მეუღლე. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა შვედეთის რეგენტ ბირგერ იარლზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდა დაიბადა 1220 წელს. იგი იყო ჰოლშტაინის გრაფ ადოლფ IV-ის ასული. 1237 წლის 25 აპრილს იგი ცოლად შერთეს დანიის მეფე ვალდემარ II-ის შუათანა ვაჟს, შლეზვიგის ჰერცოგ აბელს. 1239 წელს აბელი გვარდიელი ხდება.

1250 წელს აბელმა თავისი ძმა, მეფე ერიკ IV მოკლა და დანიის მეფე გახდა, რის შემდეგაც მატილდა დანიის დედოფლად გვევლინება. იგი თავის ქმართან ერთად ამავე წლის 1 ნოემბერს ეკურთხა. 1252 წელს, აბელის დაღუპვის შემდეგ, ტახტზე აბელის კიდევ ერთი ძმა, კრისტოფერ I ავიდა, რომელმაც დედოფალი მატილდაც და მისი ვაჟებიც დანიიდან გააძევა.

გაუთავებელი წინააღმდეგობის შემდეგ, მატილდამ იმდენს მაინც მიაღწია, რომ 1253 წელს კრისტოფერმა მის ვაჟს შლეზვიგის ჰერცოგობა უბოძა.

1260 წელს მისი უფროსი ვაჟის დაღუპვის შემდეგ შლეზვიგის ჰერცოგი მისი მეორე ვაჟი გახდა. იმავე წელს, მან სამხრეთ დანიის მიწები, რომელიც მის პირად მფლობელობაში იყო თავის ძმებს, შკლეისა და ეიდერს დაურიგა.

მატილდა მალევე მოელეპარაკა ლუნდის არქიეპისკოპოსს, რომელმაც იგი 1261 წელს შვედეთის რეგენტ ბირგერ იარლზე დააქორწინა. 1266 წელს, ბირგერის გარდაცვალების შემდეგ მან შვედეთი დატოვა და სამხრეთ დანიაში, ქალაქ კილში დასახლდა.

იგი დანიელ ხალხს სძულდა და მეტსახელად „სატანის ქალიშვილს“ უწოდებდნენ. იგი 1288 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდას შვილები მხოლოდ დანიის მეფე აბელისაგან ჰყავდა:

  1. ვალდემარ III (1238-1257), შლეზვიგის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  2. სოფია (1240-1285), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ბერნბურგის პრინც ბერნარდ I-ს, რომელთა შვილთაშვილის შვილთაშვილიც იყო დანიის მეფე კრისტიან I, ოლდენბურგთა დინასტიის დამაარსებელი;
  3. ერიკ I (1241-1272), შლეზვიგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგრეტა რუგიელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  4. აბელი (1252-1279), ლანგელანდის ერლი, ცოლად შეირთო შვერინის ჰერცოგის ასული, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dansk Biografisk Lexikon, volume 11, pp. 205–206, Copenhagen 1897
  • Annales Stadenses 1237–1241, MGH SS XVI, sida 363–367