იოჰანა ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოჰანა ავსტრიელი
Francesco Terzio 006.jpg
ტოსკანის დიდ ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 21 აპრილი 1574
მმართ. დასასრული: 11 აპრილი 1578
წინამორბედი: ელეონორ ტოლედოელი
მემკვიდრე: ბიანკა კაპელო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი 1547
დაბ. ადგილი: პრაღა, ბოჰემია
გარდ. თარიღი: 11 აპრილი 1578 (31 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანა
დაკრძ. ადგილი: ფლორენცია, იტალია
მეუღლე: ფრანჩესკო I მედიჩი
შვილები: 1. ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია
2. ანა
3. მარია, საფრანგეთის დედოფალი
4. ფილიპო
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ანა უნგრელი
რელიგია: კათოლიციზმი

იოჰანა ავსტრიელი (გერმ. Johanna von Österreich, იტალ. Giovanna d'Austria; დ. 24 იანვარი, 1547, პრაღა, ბოჰემია — გ. 11 აპრილი, 1578, ფლორენცია, ტოსკანა) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ანა უნგრელის ასული. ტოსკანის ჰერცოგინია 1574-8 წლებში როგორც ფრანჩესკო I-ის მეუღლე. საფრანგეთისა და ნავარის დედოფალ მარია მედიჩის დედა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანა დაიბადა 1547 წლის 24 იანვარს პრაღაში. იგი საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა უნგრელის ნაბოლარა ქალიშვილი იყო. იგი არასოდეს შეხვედრია დედამისსა და უფროს დას, ვინაიდან დედამისი მისი გაჩენიდან 2 დღეში დაიღუპა, ხოლო უფროსი და, პოლონეთის დედოფალი ელიზაბეთ ავსტრიელი მის გაჩენამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა.

მას მამის ხაზით ბებია-ბაბუად ერგებოდნენ ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპ I და ესპანეთის დედოფალი ხუანა I, ხოლო დედის ხაზით უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემის მეფე ვლადისლავ II და მისი მესამე ცოლი ანა ფოქს-კენდელი. მამის ხაზით იგი იყო ისაბელ კასტილიელის და ასევე მარია ბურგუნდიელის შთამომავალი.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოჰანასა და ფრანჩესკო I-ის ქორწინება 1565 წლის 18 დეკემბერს შედგა ფლორენციაში. ქორწილი საოცრად პომპეზური იყო და რამდენიმე დღეს გაგრძელდა მისი აღნიშვნა.

იოჰანა იტალიაში ძალიან უბედური და ჩაკეტილი იყო. მას აიგნორებდა თავისი ქმარიც და მისი ავსტრიული წარმომავლობის გამო იგი ფლორენციელ ხალხს ეზიზღებოდა.

მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამამთილთან, ჰერცოგ კოზიმო I-თან, რომელიც მას საკმაოდ გონიერ ქალად თვლიდა. ფლორენციაში კოზიმოს ბრძანებით, ლორენცო მედიჩის ბაღში დადგეს იოჰანას ბიუსტი და გარდა ამისა შეიქმნა მისი პორტრეტიც.

ფლორენციის სამეფო კარზე მისი მდგომარეობა საშინელი იყო: 1566-75 წლებში მან ექვსი გოგონა გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ სამმა მიაღწია სრულწლოვანებამდე. მამრობითი სქესის არარსებობის გამო მედიჩთა დინასტია საფრთხის ქვეშ დგებოდა რის გამოც იოჰანას ქმართან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა. ამ პერიოდში მან საყვარელი გაიჩინა ბიანკა კაპელოს სახით, რომელმაც მას 1576 წელს ვაჟი გაუჩინა.

საბოლოოდ 1577 წელს იოჰანამ გააჩინა დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე. მას იოჰანას ბიძაშვილის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის პატივსაცემად ფილიპე დაარქვეს. მემკვიდრის დაბადებამ ნამდვილად გამოასწორა იოჰანას მდგომარეობა და დააშოშმინა ბიანკა კაპელოს ამბიციები. თუმცა ფილიპე მალე გარდაიცვალა და მემკვიდრე იოჰანას მაზლი, ფერდინანდო გახდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1578 წლის 10 აპრილს იოჰანამ ძლივს გააჩინა მკვდარშობილი ვაჟი, რამდენიმე საათში კი თავად იოჰანაც გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მალევე ფრანჩესკო ბიანკა კაპელოზე დაქორწინდა, თუმცა მემკვიდრე არც მასთან შეეძინა და ტახტზე ფერდინანდო I ავიდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელეონორა (დ. 28 თებერვალი 1567 - გ. 9 სექტემბერი 1611), დაქორწინდა მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო I გონძაგაზე;
  2. რომოლა (დ. 20 ნოემერი 1568 - გ. 2 დეკემბერი 1568);
  3. ანა (დ. 31 დეკემბერი 1569 - გ. 19 თებერვალი 1584);
  4. ისაბელა (დ. 30 სექტემბერი 1571 - გ. 8 აგვისტო 1572);
  5. ლუკრეცია (დ. 7 ნოემბერი 1572 - გ. 14 აგვისტო 1574);
  6. მარია (დ. 26 აპრილი 1575 - გ. 3 ივლისი 1642), დაქორწინდა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV ბურბონზე;
  7. ფილიპო (დ. 20 მაისი 1577 - გ. 29 მარტი 1582);
  8. მკვდარშობილი ვაჟი (10 აპრილი 1578);

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Miles Roddis, Alex Leviton: Toskana & Umbrien, Lonely Planet, 2006, S. 102.
  • Klaus Zimmermanns: Florenz: Kirchen, Paläste und Museen in der Stadt der Medici, DuMont Reiseverlag, 2006, S. 104.
  • Franz Dominicus Häberlin: Die Allgemeine Welthistorie durch eine Gesellschaft von Gelehrten in Teutschland und Engelland ausgefertiget, Gebauer, 1790, S. 311.
  • My Hellmann: Florenz und die Medici, Köln (1981).
  • Lorenzo DeMedici: Die Medici: Die Geschichte meiner Familie, Bastei Lübbe, 2008, S. 152.