კათარინა რენატა დაიბადა 1576 წლის 4 იანვარს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, ბავარიის ჰერცოგ ალბერტ V-ის ასულ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. კათარინა რენატას, ისევე როგორც მის დებს წინ წამოწეული ქვედა ყბა ჰქონდათ, რაც მხოლოდ ჰაბსბურგებისთვის იყო დამახასიათებელი, ამის გამო ისინი "ჭეშმარიტ ჰაბსბურგებად" მიიჩნეოდნენ.
როდესაც იგი სრულწლოვანი გახდა, მისმა მშობლებმა მის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყეს. მის საქმროდ მოიაზრებოდა პარმის ჰერცოგი რანუციო I ფარნეზე. ისინი დაინიშნენ კიდევაც, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1599 წლის 29 ივნისს კათარინა რენატა გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სეცკაუს სააბატოში.
German Society for Racial Hygiene, Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie, einschliesslich Rassen- und Gesellschafts-Hygiene, vol. VIII, p. 779. On-line
Jahrbuch fur Europaische Geschichte 2007, vol. VIII, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 2007, p. 47.