კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
Catalina Micaela de austria
Catalina Micaela of Spain by Alonso Sánchez Coello.jpg
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი 1585
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი 1597
წინამორბედი: მარგარეტ დე ვალუა
მემკვიდრე: კრისტინა მარია დე ბურბონი
სხვა წოდებები: ესპანეთის ინფანტა 1567-1597 წლებში, პორტუგალიის ინფანტა 1580-1597 წლებში
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ოქტომბერი, 1567
დაბ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1597 (30 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
მეუღლე: შარლ ემანუელ I
შვილები: ვიტორიო ამადეო I, ემანუელ ფილიბერტი, მარგარეტი, ისაბელი, მორისი, თომას ფრანცისი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე II
დედა: ელიზაბეტა ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი (ესპ. Catalina micaela de Austria; ინგლ. Infanta Catherine michelle of spain) (დ. 10 ოქტომბერი 1567 - გ. 6 ნოემბერი 1597) — ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის და მისი მესამე, ფრანგი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეტა დე ვალუას უმცროსი ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგ შარლ ემანუელ I-ის მეუღლე. სავოიის ჰერცოგინია 1585-1597 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალინა მიკაელას გერბი

კატალინა მიკაელა დაიბადა 1567 წლის 10 ოქტომბერს, ესპანეთის სამეფო ოჯახში. დაბადებიდან ერთ წელიწადში კატალინას დედა მშობიარობას გადაჰყვა. მამამ კი კატალინა ბრწყინვალე განათლებით უზრუნველყო. კატალინას ისტორიკოსები ახასიათებენ როგორც ლამაზ, ჭკვიან და ამპარტავან ქალს, რომელმაც კარგად იცოდა თავისი სოციალური სტატუსის ფასი. როცა კატალინა გაიზარდა, მამამ მაშინვე დაიწყო ფიქრი მის გათხოვებაზე. ფილიპემ კარგად იცოდა, რომ სავოია რომელიც ახლა უვე, ძლიერი სახელმწიფო იყო, ძლიერ საფრთხეს წარმოადგენდა ესპანეთის იტალიური პროვინციებისათვის. სწორედ ამიტომ კატალინა მიკაელა 1585 წლის 11 მარტს ქალაქ სარაგოსაში მიათხოვა სავოიის ჰერცოგ შარლ ემანუელ I-ს. ახლად დაქორწინებული წყვილი სავოიის დედაქალაქ ტურინში 1585 წლის 10 აგვისტოს ჩავიდა.

სავოიელებს თავიდან საშინლად არ მოსწონდა კატალინა, თავისი ქედმაღლობის, ესპანური ქცევების, ძვირფასი ძაცმულობისა და პომპეზურობის სიყვარულის გამო. თუმცა საქმის ვითარება ძალიან მალე შეიცვალა. ეს მაშინ მოხდა როცა გამოავლინა თავისი პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რომლითაც მან გადაარჩინა სავოიის ავტონომია, რომელსაც საფრთხეს ესპანეთი უქადდა. მან უარი თქვა ესპანეთის შეთავაზებაზე და ესპანური გარნიზონი მილანიდან ტურინის დასაცავად გამოიყვანა. კატალინა ასევე რეგულარულად მუშაობდა სავოიის არმის შეიარაღების გაუმჯობესებაზე. კატალინა მიკაელა ამას გარდა სავოიაში ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებასაც. მან ააშენებინათ უამრავი საუცხოო ნაგებობა, მათ შორის ხელოვნების გალერეა. იგი მფარველობდა უამრავ გამოჩენილ მხატვარს, როგორიცაა ტორვოტო ტაშო, ჩიაბრა, მარინი, ტასონი და ბოტორო. კატალინა მიკაელა გარდაიცვალა 1597 წლის 6 ნოემბერს, 30 წლის ასაკში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ ემანუელი, კატალინა მიკაელას მეუღლე

კატალინა მიქაელა 1585 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ შარლ ემანუელ I-ს, მათ 10 შვილი შეეძინათ:

  1. ფილიპე ემანუელი (1586-1605)
  2. ვიქტორ ამადეუსი (1587-1637)
  3. ემანუელ ფილიბერტ II (1588-1624), სავოიის ჰერცოგი
  4. მარგარეტი (1589-1655), ცოლად გაჰყვა მანტუას ჰერცოგ ფრანჩესკო IV გონძაგას
  5. ისაბელა (1591-1626), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ალფონსო III დ'ესტეს
  6. მორისი (1593-1657), სავოიის კარდინალი
  7. მარია ( 1594-1656)
  8. ფრანჩესკა ეკატერინა (1595-1640)
  9. თომას ფრანცისი (1596-1656)
  10. ანა (1597)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vincent Joseph Pitts, Henri IV of France: His Reign and Age, (Johns Hopkins University Press, 2009), 311.
  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 22 (1979)
  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 22 (1979)
  • Dizionario Biografico degli Italiani - Volume 22 (1979)
  •  Yves-Marie Bercé, The Birth of Absolutism: A History of France, 1598-1661, (MacMillan Press Ltd, 1996), 8.
  • Paola Rapelli, Symbols of Power in Art, (Getty Publications, 2011), 265
  •  Paola Rapelli, Symbols of Power in Art, 265