მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუან II (პორტ. João II დ. 3 მაისი, 1455, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 25 ოქტომბერი, 1495 ალვორი) — პორტუგალიის მეფე 1481–1495 წლებში ავისის დინასტიიდან, აფონსუ V-ის შვილი. შეზღუდა მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობა და ფეოდალური იურისდიქცია. იყო „ზღვისიქითა“ ქვეყნებში აქტიური ექსპანსიის მომხრე. ხელი შეუწყო ბართოლომეუ დიაშის ექსპედიციის მოწყობას; 1494 წელს მისი ინიციატივით დაიდო ტორდესილასის ხელშეკრულება.
- Boxer, Charles R. From Lisbon to Goa, 1500–1750 (1991)
- Boxer, Charles R. The Portuguese Seaborne Empire 1415–1825
- Mira, Manuel S. Forgotten Portuguese: The Melungeons and the Portuguese Making of America (1998)
- Duffy, James Portuguese Africa (1968)
- Bodian, Mirian Hebrews of the Portuguese Nation (1997)