ელენა ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა ესპანელი
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1963 (1963-12-20) (60 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ლუგოს ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ხაიმე დე მარიჩალარი
(ქ. 1995 - განქ. 2010)
შვილ(ებ)ი ფელიპე
ვიქტორია
მშობლები მამა: ხუან კარლოს I, ესპანეთის მეფე
დედა: სოფია ბერძენი
ხელმოწერა

ელენა ესპანელი (ესპ. Elena de España; დ. 20 დეკემბერი, 1963) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ისა და დედოფალ სოფია ბერძენის უფროსი ასული. ესპანეთის სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე, თავისი ძმიშვილების შემდეგ. იგი არის ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ის უფროსი და. იგი ოფიციალური ვიზიტითაა ნამყოფი დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, არგენტინაში, იაპონიაში, პერუსა და ფილიპინებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა დაიბადდა 1963 წლის 20 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის შვილიშვილის, ასტურიის პრინც ხუან კარლოსისა და მისი მეუღლის, დანიისა და საბერძნეთის პრინცესა სოფია გლიუქსბურგის პირველი შვილი. 1975 წელს მამამისი ესპანეთის მეფე ხდება ხუან კარლოს I-ის სახელით, ელენა კი ესპანეთის ინფანტას წოდებას იღებს. ამის შემდეგ იგი პარიზში გაემგზავრა განათლების მისაღებად, სადაც იგი ფრანგული ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა სორბონას უნივერსიტეტში. იგი სწორედ აქ, 1987 წელს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ხაიმე დე მარიჩალარს, რომელიც ასევე სასწავლებლად იყო ჩასული პარიზში.

ხაიმე და ელენა 1995 წლის 18 მარტს დაქორწინდნენ ქალაქ სევილიის კათედრალში. ხაიმე რიპალდას გრაფისა და გრაფინიის უფროსი ვაჟი იყო და მასზე დასაქორწინებლად, ელენას არ მოუხდა ტახტზე თავის უფლებებზე უარის თქმა. საქორწინო საჩუქრის სახით, მამამისმა მას ლუგოს ჰერცოგინიის წოდება უბოძა. წყვილს სულ ორი შვილი შეეძინა: ფელიპე (დაიბადა 1998 წლის 17 ივლისს მადრიდის ჰოსპიტალში) და ვიქტორია (დაიბადა 2000 წლის 9 სექტემბერს მადრიდის ჰოსპიტალში).

2007 წლის 13 ნოემბერს იგი ქმარს განშორდა და განქორწინებაზე დაიწყო ფიქრი. 2009 წლის ნოემბერში მან უკვე ოფიციალურად გამოაცხადა მოსალოდნელი განქორწინების შესახებ, რამაც მალევე გაჟონა მედიაში და 25 ნოემბრისათვის მთელი ესპანური გაზეთები მხოლოდ ამ ამბავზე წერდნენ. ლუგოს ჰერცოგინია ქმარს 2009 წლის დეკემბერში გაშორდა, თუმცა ესპანეთის სამეფო ოჯახმა მათი ქორწინების ანულირება მხოლოდ 2010 წლის 21 იანვარს მოახდინა. ოფიციალური განქორწინების საბუთზე კი ხელი 2010 წლის 9 თებერვალს მოაწერა ხელი ორივე მხარემ. ცხადია ხაიმეს მაშინვე ჩამოართვეს ჰერცოგის წოდება და სამეფო კარიდან გააძევეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Villar, Cote. Guardián de acero para el divorcio real. La otra crónica, no. 55 (6 February 2010). El Mundo
  • País, Ediciones El (3 June 1997). "El Rey recibe al presidente de Austria". Retrieved 18 January 2017.