ბერენგარია პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბერენგარია პორტუგალიელი
Berengaria portugalska.jpg
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 18 მაისი, 1214
მმართ. დასასრული: 27 მარტი, 1221
წინამორბედი: დაგმარ ბოჰემიელი
მემკვიდრე: ელეანორა პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 დეკემბერი, 1194
გარდ. თარიღი: 27 მარტი, 1221, (26 წლის)
მეუღლე: ვალდემარ II, დანიის მეფე
შვილები: ერიკ IV, დანიის მეფე
სოფია, ბრანდენბურგის მარკგრაფინია
აბელი, დანიის მეფე
კრისტოფერ I, დანიის მეფე
დინასტია: ბურგუნდიული
მამა: სანშუ I, პორტუგალიის მეფე
დედა: დულკა არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბერენგარია პორტუგალიელი (პორტ. Berengária de Portugal, დან. Bengjerd af Portugal; დ. 14 დეკემბერი, 1194 — გ. 27 მარტი, 1221) — კაპეტინგების დინასტიის ბურგუნდიული სახლის პორტუგალიური შტოს წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და დედოფალ დულკა არაგონელის ასული. დანიის დედოფალი 1214-21 წლებში როგორც ვალდემარ II-ის მეორე ცოლი. დანიის სამი მეფის: ერიკ IV-ის, აბელისა და კრისტოფერ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერენგარია დაიბადა 1194 წლის 14 დეკემბერს. იგი იყო პორტუგალიის მეფე სანშუ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ დულკა არაგონელის მეათე შვილი თორმეტიდან. 1198 წელს, ჯერ ბერენგარიას დედა, ხოლო 1211 წელს კი მამაც გარდაიცვალა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერენგარიას დანიის მეფე ვალდემარ II თავისი დის, საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ის ცოლის, დედოფალ ინგებორგ დანიელის შუამავლობით დაუკავშირდა. იგი მშობლების დაღუპვის შემდეგ, თავის ძმასთან, ფერანტესთან ერთად საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრობდა.

მეფე ვალდემარ II-ის პირველი მეუღლე, დედოფალი დაგმარ ბოჰემიელი 1212 წელს გართულებულ მშობიარობას გადაჰყვა და მართალია მეფეს მემკვიდრე დარჩა, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის, ამიტომაც მეორედ დაქორწინება სწორედ ბერენგარიაზე განიზრახა. ცნობილია, რომ დიდებულები მას ბერენგარიას ნაცვლად კრისტენ რაიზზე დაქორწინებას ურჩევდნენ, თუმცა ამაოდ.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერენგარია და ვალდემარი 1214 წლის 18 მაისს დაქორწინდნენ. ვალდემარის პირველი ცოლი, დედოფალი დაგმარ ბოჰემიელი დანიაში მეტად პოპულარული იყო არა მხოლოდ ხასიათით, არამედ თავისი ქერა და თეთრი გარეგნობითაც, რომელსაც სკანდინავიური აღნაგობაც ჰქონდა, ბერენგარია კი მისი საპირისპირო იყო — „შავგვრემანი, ყორნის თვალებითა და თმით.“

დანიელებს ახალი დედოფალი არ მოსწონდათ და მასზე ფოლკლორული სიმღერებიც შეთხზეს, სადაც ძირითადად ბოროტი ქალის სახით ჰყავდათ გამოყვანილი. ისინი დედოფალს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მეფემ გადასახადები გაზარდა. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ბერენგარიას კაპრიზების დასაკმაყოფილებლად გაკეთდა, მაგრამ რეალურად ვალდემარმა გადასახადები ესტონეთთან ომების გამო გაზარდა. ყოფილი დედოფლის დაჩრდილვა და ხალხის სიყვარულის დამსახურება ახალი დედოფლისთვის რთული იყო. ამის გამო ბერენგარიამ ქველმოქმედებას მიჰყო ხელი — აღადგინა დანგრეული ტაძრები და ფინანსურად ეხმარებოდა ღატაკებს. აღსანიშნავია, რომ ბერენგარია დანიის პირველი დედოფალი იყო, რომელიც წინამორბედის ნახმარ გვირგვინს ატარებდა და თავისთვის ახალი არ დაამზადებინა. ამგვარმა თავმდაბლობამ, მას გარკვეულწილად მოუტანა ხალხის კეთილგანწყობა, თუმცა პოპულარობით მაინც ვერ სარგებლობდა.

1221 წლის 27 მარტს, 27 წლის ბერენგარია მეხუთე მშობიარობას გადაჰყვა, მსგავსად წინამორბედისა. მან დანიას სამი მეფე გაუჩინა, რის გამოც ვალდემარი მეორედ აღარ დაქორწინებულა. იგი დაკრძალეს წმ. ბენედიქტეს ეკლესიაში, რინგსტენში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერიკ IV (1216-1250), დანიის მეფე 1241-50 წლებში, ცოლად შეირთო იუტა საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის შვედეთის დედოფალი სოფია დანიელი და ნორვეგიის დედოფალი ინგებორგ დანიელი;
  2. სოფია (1217-1247), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან I-ს, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა;
  3. აბელი (1218-1252), დანიის მეფე 1250-52 წლებში, ცოლად შეირთო მატილდა ჰოლშტაინელი, რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ვერცერთი ვერ გახდა მეფე;
  4. კრისტოფერ I (1219-1259), დანიის მეფე 1252-59 წლებში, ცოლად შეირთო მარგარეტ სამბირია, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, დანიის მეფე ერიკ V;

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Diffie, Bailey W.; Winius, George D. (1985). Foundations of the Portuguese Empire: 1415 - 1580. University of Minnesota Press.
  • Hundahl, Kerstin (2014). "Placing Blame and Creating Legitimacy: The Implications of Rugish Involvement in the Struggle over the Succession amidst the Danish Church Strife c.1258-1260". In Hundahl, Kerstin; Kjær, Lars; Lund, Niels (eds.). Denmark and Europe in the Middle Ages, c.1000–1525: Essays in Honour of Professor Michael H. Gelting. Ashgate Publishing.
  • Line, Philip (2007). Kingship and State Formation in Sweden: 1130 - 1290. Brill.