ამალია ესპანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამალია ესპანელი
Amalia of Bourbon Infanta of Spain.jpg
დაბ. თარიღი 12 ოქტომბერი, 1834
მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1905, (70 წლის)
მიუნხენი, გერმანია
ეროვნება ესპანელები
წოდება ბავარიის პრინცესა
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ალბერტ ბავარიელი
(ქ. 1856 - გარდ. 1875)
შვილ(ებ)ი ლუი ფერდინანდი
ალფონსი
იზაბელა, გენუას ჰერცოგინია
ელვირა
კლარა
მშობლები მამა: ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონი
დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

ამალია ესპანელი (ესპ. Amalia de España, გერმ. Amalia von Spanien; დ. 12 ოქტომბერი, 1834 — გ. 27 აგვისტო, 1905) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის ნაბოლარა ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის მული და ესპანეთის მეფე ალფონსო XII-ის მამიდა. 1856 ცოლად გაჰყვა ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის ვაჟს, პრინც ალბერტს, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია დაიბადა 1834 წლის 12 ოქტომბერს მადრიდში. იგი იყო კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უმცროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი, ხოლო დედის მხრიდან ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია ისაბელ ესპანელი იყვნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მისი დედ-მამა, ერთმანეთისათვის ღვიძლი ბიძა და დის შვილი იყვნენ.

მისი დაბადებისას ესპანეთის ტახტზე მისი დეიდაშვილი ისაბელ II იჯდა, ქვეყანას კი რეგენტის სტატუსით მართავდა ამალიას დეიდა — მარია კრისტინა სიცილიელი. ამალიას უფროსი დები: ხოსეფინა ფერნანდა, ლუისა ტერეზა და ისაბელ ფერნანდა მთელს ესპანეთში იყვნენ თავიანთი არაორდინალური და რომანტიული ქორწინებებით დაბალი წრის მამაკაცებზე, რის გამოც ისინი ქვეყნიდანაც კი გააძევეს. ამალიას ძმა, ფრანსისკო დე ასისი 1846 წელს თავად ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე დაქორწინდა, ხოლო მისი კიდევ ერთი და, მარია კრისტინა ცოლად პორტუგალიის ინფანტ სებასტიანს გაჰყვა.

1856 წლის 25 აგვისტოს, საფრანგეთის მფარველ წმინდა ლუის ხსენების დღეს, ამალია ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ალბერტ ვიტელსბახს. იგი თვით ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზია საქსონიელის ვაჟი იყო. ამის შემდეგ ამალია გერმანიაში გადასახლდა და იქ გაატარა თავისი დარჩენილი ცხოვრება.

ამალია ესპანელი გარდაიცვალა 1905 წლის 27 აგვისტოს, 70 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუდვიგ ფერდინანდი (1859-1949), ბავარიის პრინცი, ცოლად შეირთო მარია დე ლა პას ესპანელი;
  2. ალფონსი (1862-1933), ცოლად შეირთო ალანსონის ჰერცოგ ფრანსუას ასული ლუიზ ორლეანელი;
  3. იზაბელა (1863-1924), ცოლად გაჰყვა გენუას ჰერცოგ ტომასო სავოიელს;
  4. ელვირა (1865-1934), ცოლად გაჰყვა ფრეუდენთალის გრაფ რუდოლფ ვონ ვრბნა-რეიტენბერგ-კიშტენბერგს;
  5. კლარა (1867-1941), გარდაიცვალა გაუთხოვარი;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Enache, Nicolas. La Descendance de Marie-Therese de Habsburg. ICC, Paris, 1996. pp. 54, 58. (French). ISBN 2-908003-04-X
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo, The Unconventional Sisters of King Francisco de Asis of Spain, European Royal History Journal (Issue XXII, April 2001), pp. 18-19.
  • Montgomery-Massingberd, Hugh, ed. (1977). Burke's Royal Families of the World, Volume 1: Europe & Latin America. London: Burke's Peerage. pp. 155–156, 498. ISBN 0-85011-023-8.