მარგარეტ ავსტრიელი (1567-1633)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ ავსტრიელი
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 25 იანვარი, 1567
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 5 ივლისი, 1633, (66 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
საგვარეულო ჰაბსბურგები
მამა მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ესპანელი
რელიგია კათოლიციზმი

მარგარეტ ავსტრიელი (გერმ. Margaretha von Österreich; დ. 25 იანვარი, 1567, ვენა, ავსტრია ― გ. 5 ივლისი, 1633, მადრიდი, ესპანეთი) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და დედოფალ მარია ესპანელის ასული. ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის დეიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტი დაიბადა 1567 წლის 25 იანვარს ვინერ-ნოიშტადტში, ვენაში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ესპანელის უმცროსი ქალიშვილი. მისი მშობლები ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ. მამის მხრიდან პაპა-ბებიად საღვთო რომის იმპერატორი ფერდინანდ I და დედოფალი ანა უნგრელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლოს I და დედოფალი ისაბელ პორტუგალიელი. და-ძმების მსგავსად, იგი დედის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა და იღებდა მკაცრ კათოლიკურ განათლებას.

როდესაც იგი სულ სამი წლის იყო, 1570 წელს მარგარეტის ორივე უფროსი და გაათხოვეს: ელიზაბეთი საფრანგეთის მეფე შარლ IX-ზე, ხოლო ანა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ზე, რომელიც მათი დედის ღვიძლი ძმა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანა ფილიპესათვის მეოთხე ცოლი იყო და სწორედ მასთან შეეძინა მომავალი მეფე, ფილიპე III, თუმცა ანა 1580 წელს გარდაიცვალა.

1582 წელს დედამისი, დედოფალი მარია მშობლიურ ესპანეთში დაბრუნდა და თან მარგარეტიც გაიყოლა. როგორც აღმოჩნდა, მარიას განზრახული ჰქონდა მისი ფილიპე II-ისათვის მეხუთე ცოლად შერთვა, რომელიც მარგარეტს ერთდროულად სიძედაც ერგებოდა და ბიძადაც.

მონაზვნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტმა უარი თქვა ფილიპეზე დაქორწინებაზე და იმისათვის, რომ ეს არ დაეძალებინათ, მან გადაწყვიტა მონაზვნად აღკვეცილიყო და ასეც მოიქცა. იგი მადრიდში მდებარე სანტა კლარას დედათა კათოლიკურ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და მარგარიტას სახელით. ცნობილია, რომ დედამისიც ამავე მონასტერში დასახლდა. 1598 წელს ფილიპე II გარდაიცვალა და ტახტს მარგარეტის დისწული, ფილიპე III იკავებს, რომელზეც დიდი გავლენა ჰქონდა მარგარეტის დედას. 1599 წელს იგი ასევე დაესწრო ახალი მეფის ქორწინებას ერცჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელზე.

1603 წელს მარია ესპანელი გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მარგარეტმა დედის დაკრძალვისათვის კომპოზიტორ ტომას ლუის დე ვიტორიას რეკვიემი დააწერინა. თავად მარგარეტი გარდაიცვალა 1633 წლის 5 ივლისს მადრიდში, სანტა კლარას მონასტერში, 66 წლის ასაკში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cárdenas, Fabricio (2014). 66 petites histoires du Pays Catalan [66 Little Stories of Catalan Country] (in French). Perpignan: Ultima Necat. ISBN 978-2-36771-006-8. OCLC 893847466.
  • Press, Volker (1990), "Maximilian II.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 471–475; (full text online)
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Maria von Spanien" . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 7. p. 19.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1861). "Habsburg, Philipp I. der Schöne von Oesterreich" . Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire] (in German). 7. p. 112.
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Joanna" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press.
  • Priebatsch, Felix (1908), "Wladislaw II.", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 54, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 688–696
  • Charles V, Holy Roman Emperor at the Encyclopædia Britannica
  • Stephens, Henry Morse (1903). The story of Portugal. G.P. Putnam's Sons. pp. 125, 139, 279. ISBN 9780722224731. Retrieved 11 July 2018.