ემა ნორმანდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ემა ნორმანდიელი
Emma de Normandie
EmmaNormanská.jpg
დედოფალი ემა თავის ვაჟებთან ერთად, 1250 წ.
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1002
მმართ. დასასრული: ზაფხული 1013
წინამორბედი: ედგიფ იორკელი
მემკვიდრე: სიგრიდ ჰოგთი
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 3 თებერვალი 1014
მმართ. დასასრული: 23 აპრილი 1016
წინამორბედი: სიგრიდ ჰოგთი
მემკვიდრე: ელდგითი
ინგლისის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ივლისი 1017
მმართ. დასასრული: 12 ნოემბერი 1035
წინამორბედი: ელდგითი
მემკვიდრე: ედით უესექსელი
დანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1018
მმართ. დასასრული: 12 ნოემბერი 1035
წინამორბედი: უცნობია
მემკვიდრე: გიდა შვედი
ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1028
მმართ. დასასრული: 12 ნოემბერი 1035
წინამორბედი: ასტრიდ ოლოფსდოტერი
მემკვიდრე: ელისივ კიეველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 985
დაბ. ადგილი: ნორმანდია, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 6 მარტი 1052 (66-67 წლის)
გარდ. ადგილი: ვინჩესტერი, ინგლისი
მეუღლე: ეთელრედ უწიგნური
კნუდ დიდი
შვილები: ეთელრედთან:
1. ედუარდი, ინგლისის მეფე
2. გოდა, ბოლონიის გრაფინია
3. ალფრედი
კნუდთან:
1. ჰარდეკნუდი
2. გუნჰილდა, გერმანიის დედოფალი
მამა: რიჩარდ I ნორმანდიელი
დედა: გუნორა
რელიგია: კათოლიციზმი

ემა ნორმანდიელი (ფრანგ. Emma de Normandie, ინგლ. Emma of Normandy, დან. Emma af Normandiet, ნორვ. Emma av Normandie; დ. 985, ნორმანდია, საფრანგეთი — გ. 6 მარტი, 1052, უინჩესტერი, ინგლისი) — ნორმანდიის ჰერცოგ რიჩარდ I-ის ასული. ინგლისის სამგზის დედოფალი 1002-1013, 1014-1016 და 1017-1035 წლებში, დანიის დედოფალი 1018-1035 წლებში და ნორვეგიის დედოფალი 1028-1035 წლებში როგორც ეთელრედ უწიგნურისა და კნუდ დიდის ცოლი. ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებლის დედა.

ეთელრედზე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმანდიასთან ალიანსის მიზნით 1002 წელს ინგლისის მეფე ეთელრედი დაქორწინდა ნორმანდიის ჰერცოგის უფროს ასულ ემა ნორმანდიელიზე. ამ დროისათვისს ინგლისსა და ნორმანდიაში საკმაოდ ხშირი იყო ვიკინგების გამანადგურებელი შემოსევები, ეს ქორწინება კი მათ წინააღმდეგ გაერთიანებისთვის იყო მიმართული. ამ ქორწინებით ემა ინგლისის დედოფალი გახდა და მიიღო უამრავი მამული უინჩესტერში, რატლანდში, დევონშირში, სუფოლკში, ოქსფორდსა და ექსტერში.

ეთელრედსა და ემას ორი ვაჟი (ედუარდი და ალფრედი) და ერთი ქალიშვილი (გოდა) ჰყავდათ.

როდესაც დანიის მეფე სვენ I-მა 1013 წელს დაიპყრო ინგლისი, ემა თავის შვილებთან ერთად ნორმანდიაში გაიქცა, რომელთაც მალევე შეუერთდა ტახტიდან ჩამოგდებული ეთელრედი. 1014 წელს სვენის გარდაცვალების შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ინგლისში და ტახტი დაიბრუნეს.

ემას ქორწინება 1016 წელს დასრულდა ეთელრედის გარდაცვალებით. ტახტზე ავიდა ეთელრედის ვაჟი, რომელიც პირველი ცოლისგან ჰყავდა. ემა ცდილობდა თავისი უფროსი ვაჟის ტახტზე დასმას მაგრამ ამაოდ. ინგლისში ახალ მეფეს, ედმუნდ რკინისმახარას უამრავი მოკავშირე ჰყავდა და არავინ აპირებდა მის ჩამოგდებას და ემას მცირეწლოვანი ვაჟის გამეფებას.

1015 წელს დანიის მეფე კნუდ I-ის ვაჟი შეიჭრა ინგლისში. მან პირდაპირ ლონდონს შემოარყა ალყა, რაც 1016 წელს იმით დასრულდა რომ ედმუნდი და ქალაქი ჩაბარდა. დედოფალი ემა ცდილობდა ქალაქზე კონტოროლი შეენარჩუნებინა მაგრამ დანიელთა გავლენა ძლიერი იყო. თავისი თავისა და შვილების გადასარჩენად, რომელთა დახოცვასაც დანიელები აპირებდნენ, ემა ნორმანდიელი ცოლად კნუდ დიდს გაჰყვა.

კნუდზე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ნორმანდიელი თავის ძმას, ნორმანდიის ჰერცოგ რიჩარდ II-ს აბარებს თავის ვაჟებს

კნუდმა ინგლისში უმრავლესობა მოიპოვა. 18 ოქტომბერს კნუდმა ასანდუნის ბროძალში დაამარცხა ედმუნდი, რის შემდეგაც მათ ქვეყანა გაიყვეს. ედმუნდს შეხვდა უესექსის მხარე, კნუდს კი დანარჩენი ინგლისი. სულ მალე, 30 ნოემბერს ედმუნდი გარდაიცვალა, რის შემდეგაც უესექსიც კნუდს დარჩა. აქედან მოყოლებული კნუდი ინგლისის მეფე გახდა, ხოლო ემა უკვე მესამედ გახდა ინგლისის დედოფალი. მათი ქორწინების პერიოდში ემას შვილები მის ძმასთან, ნორმანდიაში ცხოვრობდნენ, ვინაიდან კნუდი ვერ იტანდა მათ. სულ რამდენიმე წელში კნუდის დაპყრობების წყალობით ემა გახდა დანიის, შემდეგ კი ნორვეგიის დედოფალიც.

კნუდის მმართველობის პირველ წლებში ემა პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა. განსაკუთრებული აქტიურობა დაიწყო 1020 წლიდან, მას შემდეგ რაც მან ევროპის კონტინენტზე სასულიერო პირებთან დაიწყო დაახლოება. ამ დროს ინგლისში ძალიან გაიზარდა კათოლიკური ეკლესიის გავლენები. მას ჰყავდა პირადი მღვდელი, რომელიც სულ მასთან იყო და გაჭირვების ჟამს კარგ რჩევებსაც აძლევდა. ემამ ამ მხრივ გავლენა ქმარზეც იქონია, რომელიც მალე დაუახლოვდა სასულიერო პირებს.

ემაზე დაწერილი ლათინური წიგნის Encomium Emmae Reginae-ს მიხედვით, ემასა და კნუდის ქორწინება, რომელიც წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი იყო, თანდათან სიყვარულით შექმნილ ოჯახს დაემსგავსა. ემასა და კნუდს ერთი ვაჟი (ჰარდეკნუდი) და ერთი ქალიშვილი (გუნჰილდა) შეეძინათ.

შეთქმულება ალფრედის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1036 წელს ალფრედი და ედუარდი, ემას შვილები რომელიც ეთელრედთან ჰყავდა, დაბრუნდნენ ნორმანდიული გადასახლებიდან რათა დედა ენახათ. ინგლისში მათ კნუდისა და ემას ვაჟის ჰარდეკნუდის დაცვა დაევალათ. იგი საკმაოდ სასტიკი კაცი იყო და ნახევარ-ძმებს ვერ იტანდათ. მან ალფრედს შეთქმულება მოუწყო, როდესაც საბრალო ალფრედს თვალები დასთხარეს, შემდეგ კი ამ ჭრილობებს გადაჰყვა კიდეც.

ედუარდმა თავს ნორმანდიაში გაქცევით უშველა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა ინგლისში, როცა ტახტზე ასვლა მოისურვა. ჰარდეკნუდმა ალფრედს არამარტო თვალები დასთხარა, არამედ აწამა კიდეც. ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავისი ტახტის ორი მოცილე თავიდან მოეშორებინა. თუმცა მეორე მოცილის მოშორება ვეღარ მოასწრო.

ჰარდეკნუდისა და ედუარდის ერთობლივი მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1035 წელს კნუდ დიდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი და ემას ვაჟი ჰარდეკნუდი ავიდა. ხუთი წლის შემდეგ დიდი ჯარითა და ტახტზე პრეტენზიებით დაბრუნდა ემას ვაჟი ედუარდ აღმსარებელი. ძმებმა მოილაპარაკეს და ქვეყანა სამართავად გადაინაწილეს. სულ რაღაც ორ წელიწადში ჰარდეკნუდი გარდაიცვალა და ედუარდი ერთიანი ინგლისის მეფე გახდა, რომელმაც სამშობლოდან დანიელები გააძევა.

ემას მათი ერთობლივი მმართველობის პერიოდში დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. სწორედ ის იყო ერთად-ერთი პიროვნება, რომელსაც ორივე ვაჟი ენდობოდა და მხოლოდ მას შეეძლო ინგლისში ორ მეფეს შორის წონასწორობის შენარჩუნება.

გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1052 წელს ემა ნორმანდიელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი ეთელრედსა და კნუდს შორის დაკრძალეს. ინგლისის სამოქალაქო ომის (1642-1651) დროს ის ბაზილიკა, რომელშიც ისინი იყვნენ დაკრძალულნი დაარბიეს, საფლავები გახსნეს და ძვლები ერთმანეთში აურიეს. თუმცა 2012 წელს უახლესი ტექნოლოგიისა და დნმ-ს ტესტის წყალობით მეცნიერებმა გამოიკვლიეს ძვლების ვინაობა და ყველა თავიდან დამარხეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემას ეთელრედთან ჰყავდა სამი შვილი:

  1. ედუარდ აღმსარებელი (დ. 1003 - გ. 5 იანვარი 1066), ინგლისის მეფე, ცოლად შეირთო ედით უესექსელი;
  2. გოდა ინგლისელი (დ. 1004 - გ. 1047), იქორწინა ბოლონიის გრაფ ოსტას II-ზე;
  3. ალფრედ ინგლისელი (დ. 1005 - გ. 1036), გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ;

ემას კნუდთან ჰყავდა ორი შვილი:

  1. ჰანდეკნუდი (დ. 1018 - გ. 8 ივნისი 1042), ინგლისისა და დანიის მეფე, ცოლი და შვილები არ ჰყოლია;
  2. გუნჰილდა ინგლისელი (დ. 1020 - გ. 18 ივლისი 1038), ცოლად გაჰყვა გერმანიის მეფე ჰაინრიხ III-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Catherine Karkov, The Ruler Portraits of Anglo Saxon England, p. 119.
  • Howard, Ian. Harthacnut: The last Danish King of England, The History Press, 2008, p. 10.
  • Barlow, Edward the Confessor, pp. 30-31.
  • “Scientists to Unravel Centuries-Old Mystery of King Canute as They Examine Skeletal Remains.” Mail Online. N. p., n.d. Web. 12 Dec. 2013.
  • Duggan, Anne J. Queens and Queenship in Medieval Europe: Proceedings of a Conference Held at King’s College London, April 199 Boydell Press, 2002. Print.
  • Pauline Stafford, Queen Emma and Queen Edith: Queenship and Women's Power in Eleventh-century England (Malden, MA: Blackwell's, 2001), 3.
  • Campbell and Keynes, 1998, 33.
  • Tyler, E.M. (2008) Fictions of Family: The Encomium Emmae Reginae and Virgil's Aeneid . Viator, 36 (149-179). pp. 149-179.
  • Lifshitz, Felice (1989). "The Encomium Emmae Reginae: A 'Political Pamphlet' of the Eleventh Century?” Haskins Society Journal 1: 39–50.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა ნორმანდიელი
დაიბადა: 985 გარდაიცვალა: 6 მარტი 1052
წინამორბედი:
ედგიფ იორკელი
ინგლისის დედოფალი შემდეგი:
სიგრიდ ჰოგთი
წინამორბედი:
სიგრიდ ჰოგთი
ინგლისის დედოფალი შემდეგი:
ელდგითი
წინამორბედი:
ელდგითი
ინგლსის დედოფალი შემდეგი:
ედით უესექსელი
წინამორბედი:
უცნობია
დანიის დედოფალი შემდეგი:
გიდა შვედი
წინამორბედი:
ასტრიდ ოლოფსდოტერი
ნორვეგიის დედოფალი შემდეგი:
ელისივ კიეველი