გაძგიფვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაძგიფვაწყალსატევის ან მდინარის ზედაპირზე უძრავი ყინულსაფრის წარმოქმნა; პერიოდი როდესაც მდინარეზე (წყალსატევზე) უძრავი ყინულსაფარია. გაძგიფვის ხანგრძლივობა და ყინულის სისქე ძირითადად დამოკიდებულია ზამთრის ხანგრძლივობაზე და ტემპერატურულ რეჟიმზე.

გაძგიფვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე-ღამიდან (სამხრეთი) 6-7 თვემდე (ჩრდილოეთი). ჩქარი დინების გამო მთის მდინარეებს მთლიანი გაძგიფვა არ ახასიათებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]