თეზამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეზამი (მრავალმნიშვნელოვანი).
თეზამი
River Tezami (in Tskhvarichamia).jpg
თეზამი ცხვარიჭამიაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთის მუნიციპალიტეტი
სათავე იალნოს ქედი
41°53′16″ ჩ. გ. 45°01′29″ ა. გ. / 41.887889° ჩ. გ. 45.024778° ა. გ. / 41.887889; 45.024778
სათავის სიმაღლე 1477 მ
შესართავი არაგვი
41°55′36″ ჩ. გ. 44°44′59″ ა. გ. / 41.926667° ჩ. გ. 44.749833° ა. გ. / 41.926667; 44.749833
შესართავის სიმაღლე 518 მ
სიგრძე 28 კმ
მდინარის სისტემა არაგვიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1,25 მ³/წმ
თეზამი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

თეზამი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1477 მ სიმაღლეზე. სიგრძე 28 კმ, საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — წლის დანარჩენ დროს. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,25 მ³/წმ. დეკემბერში ჩნდება და თებერვალ-მარტამდეა ყინულნაპირისი. თეზამს იყენებენ სარწყავად.[1] შესართავის სიმაღლე ზღვის დონიდან 518 მ სიმაღლეზეა.

მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ცხვარიჭამიაში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია ცხვარიჭამიას პატარა საყდარი. მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი ცხვარიჭამია. მდინარე თეზმის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი: მათ შორის: ჯიღაურა, ახალსოფელი, არაშენდა, ბურიანი, გალავანი, ნავდარაანთკარი და სხვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 637, თბ., 1979 წელი.