მუსონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსონი (ინდოეთი)

მუსონები (ფრანგ. mousson < არაბ. მაუსიმ – წელიწადის დრო) — ჰაერის მასების მდგრადი სეზონური გადატანა დედამიწის ზედაპირთან და ტროპოსფეროს ქვედა ნაწილში. მუსონების მიმართულება მკვეთრად იცვლება წელიწადის დროების მიხედვით.

მუსონებს იწვევს კონტინენტისა და ოკეანეების ზედაპირზე ატმოსფერული წნევის მაღალი (ანტიციკლონი) და დაბალი (ციკლონი) არეების მდებარეობის სეზონური ცვალებადობა და ურთიერთქმედება. ყველაზე გამოკვეთილად თავს იჩენს ეკვატორული აფრიკის, სამხრეთ- და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ქვეყნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]