ქაფურის ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაფურის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  დაფნისებრნი
სახეობა:  ქაფურის ხე
ლათინური სახელი
Cinnamomum camphora
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 15441072

ქაფურის ხე (ლათ. Cinnamomum camphora) — მარადმწვანე ხე დაფნისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20 — 50 მეტრს აღწევს. ტყავისებრი ფოთლები და პატარ-პატარა მოთეთრო ყვავილები აქვს. მწიფე ნაყოფი მუქი ლურჯია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

ბუნებრივად იზრდება ჩინეთსა და იაპონიაში წმინდა ან შერეული კორომების სახით, მთებში ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე ადის. ტენისა და სითბოს მოყვარულია. ყველა ნაწილი შეიცავს ქაფურის ზეთს, რომლისგანაც იღებენ ქაფურს. საქართველოში XIX საუკუნის 70-იან წლებში შემოიტანეს შავი ზღვის სანაპიროზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]