ქვემო ქედი
სოფელი | |
---|---|
ქვემო ქედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვემო ქედი |
კოორდინატები | 41°22′26″ ჩ. გ. 46°30′15″ ა. გ. / 41.37389° ჩ. გ. 46.50417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1153[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,9 % ბერძნები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1610[2] |
ქვემო ქედი[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 41 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1153 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 1915 | 932 | 983 |
2014[1] | 1153 | 584 | 569 |
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[6]:
- ქვემო ქედის მეტალურგიული სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი
- ქვემო ქედის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი
- ქვემო ქედის პირველი სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი
- ქვემო ქედის მეორე სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი
- ქვემო ქედის საკულტო ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი;
- ქვემო ქედის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი.
- ქვემო ქედის ხატის გორა — არქეოლოგიური ძეგლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 516.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 179.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 108.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 320-321.
|