სამრეკლო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
სამრეკლო | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | სამრეკლო |
კოორდინატები | 41°27′20″ ჩ. გ. 46°08′16″ ა. გ. / 41.45556° ჩ. გ. 46.13778° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჯაფარიძე |
ცენტრის სიმაღლე | 810 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1786[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 95,7 % სომხები 2,6 % რუსები 0,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1611[2] |
სამრეკლო (2011 წლის 30 აგვისტომდე — ჯაფარიძე[3][4][5], სეჩენოვკა) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 810 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 2 კილომეტრით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XX საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ II-მ შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოასახლა ზაპოროჟიელი ურჩი კაზაკები, რომლებმაც ახალ დასახლებას სეჩენოვკა უწოდეს. 1921 წლის შემდეგ აქ ჩამოსახლდნენ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მაცხოვრებლები. ამ სოფელს გასაბჭოებულ საქართველოში რევოლუციონერ ა. ჯაფარიძის (ახლანდელი სამრეკლო) სახელი ეწოდა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1786 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[6] | 2443 | 1131 | 1312 |
2014[1] | ![]() |
869 | 917 |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქოლოგიური ძეგლი[7]:
- სამრეკლოს ენამთის გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი
- თამარის გორა — არქეოლოგიური ძეგლი
- სამრეკლოს ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი
- სამრეკლოს ნამოსახლარი გორა — არქეოლოგიური ძეგლი
- სამრეკლოს წმინდა ელიას სამლოცველო — არქიტექტურული ძეგლი;
- სამრეკლოს წმინდა სერაფიმის (საროველის) ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 546.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 232.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 139.
- ↑ საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N478, 2011 წლის 30 აგვისტო
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 312-316.
|