ჩამადაანთ გორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩამადაანთ გორის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროს დასავლეთით, დედოფლისწყაროს პლატოს ნაპირას, დედოფლისწყაროსა და სოფელ გამარჯვებას შორის, მაღალ კლდეზე. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრით.

გასული საუკუნის 60-იან  შეისწავლა ისტორიის არქეოლოგიისა  და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). დაზიანებულია ქვის მოპოვების დროს. ძეგლზე აიკრიფა თიხის ჭურჭელი.

მოპოვებული არქოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის  გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]