შინაარსზე გადასვლა

დიდი წერეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი წერეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ბოშური
კოორდინატები 41°49′09″ ჩ. გ. 44°02′05″ ა. გ. / 41.81917° ჩ. გ. 44.03472° ა. გ. / 41.81917; 44.03472
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
დიდი წერეთი — საქართველო
დიდი წერეთი
დიდი წერეთი — შიდა ქართლის მხარე
დიდი წერეთი
დიდი წერეთი — გორის მუნიციპალიტეტი
დიდი წერეთი

დიდი წერეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბოშური).

მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. თხინალის (ტანის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე. გორიდან დაშორებულია 48 კილომეტრით.

სოფლის ცენტრში დგას XIV–XV საუკუნეების ღვთისმშობლის ერთნავიანი დაზიანებული ეკლესია. სოფლის მახლობლად, ნასოფლარის ტერიტორიაზე ნატეხი ქვით ნაგები, ამავე ხანის 2 კოშკისა და ეკლესიის ნანგრევებია.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში მუდმივი მოსახლეობა არ არის.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]000
2014[1]000
2024[3]000
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.