სახლის ბეღურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სახლის ბეღურა
House Sparrow m 2892.jpg
მამალი
House Sparrow f 3030.jpg
დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Passer domesticus (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Fringilla domestica (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103818789
გავრცელება
PasserDomesticusDistribution.png
  ბუნებრივი არეალი
  გაფართოებული არეალი

სახლის ბეღური[1][2][3] (ლათ. Passer domesticus) — ბეღურის გვარის (Passer) ყველაზე გავრცელებული ფრინველი ბეღურასებრთა ოჯახისა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრინველია.[4] საკმაოდ ახლოს ბინადრობს ადამიანთა სამოსახლოებთან (აქედან მოდის სახელწოდება „სახლის“) და კარგად იცნობენ თავისი გარეგნობით და დამახასიათებელი ჭიკჭიკით.[5]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრენა

მისი სხეულის სიგრძეა 14–18 სმ,[4][5] მასა 21–37 გრამს აღწევს.[5] საერთო შეფერილობა — ზურგი ყავისფერ-რუხი, ჟანგისფერია შავი ლაქებით; მუცელი მოთეთრო ან რუხია. ფრთებზე გასდევს განივი, მოყვითალო-თეთრი ზოლი.[4] მამალი დედლისაგან განსხვავდება დიდი შავი ლაქით,[4][5][6] რომელიც ნიკაპზე, ჩიჩახვზე, ყელზე და მკერდის ზედა მხარეზეა, და აგრეთვე მუქი რუხი (და არა მუქი მურა) თავის ზედა ნაწილით. დედალს თავი და ყელი რუხი აქვს და თვალების ზემოთ გასდევს მკრთალი რუხ-ყვითელი ზოლი.[4][5]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უწინ სახლის ბეღურის გავრცელების არეალი ჩრდილოეთი ევროპით შემოიფარგლებოდა. შემდგომში გავრცელდა მთელ ევროპასა და აზიაში[4][5][6] (არქტიკის, ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური რაიონების გარდა),[6] აგრეთვე ჩრდილოეთ[5][6] და აღმოსავლეთ აფრიკაში,[6] სენეგალში,[4] მცირე აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და კუნძულ იავაზე.[4]

XX საუკუნის დასაწყისიდან შეიყვანეს მრავალ ქვეყანაში და ფართოდაც გავრცელდა. ზემოთ აღნიშნული ადგილებისა, გვხვდება სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და მრავალ კუნძულზე.[4][5][6]

თითქმის ყველგან მკვიდრი ფრინველია,[5][6] ჩრდილოეთი რაიონებიდან ახასიათებს გადაფრენა სამხრეთით (1000 კმ-მდე), ხოლო შუა აზიიდან წინა აზიისა და ინდოეთის მიმართულებით მიფრინავს.[6]

ადამიანის სამოსახლოს გაყოლებით, სახლის ბეღურა ჩრდილოეთში აღწევს ტყეტუნდრასა და ტუნდრაშიმურმანსკის ოლქამდე, პეჩორის შესართავამდე და ჩრდილოეთ იაკუტიამდე.

ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის ბეღურა სინანტროპი ფრინველია[5][6]  — ადამიანის მუდმივი პარტნიორია სამოსახლოში და კარგად არის შეგუებული მასთან ცხოვრებას, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს ადამიანის ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად.

ხშირად ვხვდებით როგორც სოფლის, ისე ურბანულ ადგილებში, უკიდურესი ჩრდილოეთისა და შუა აზიის დასახლებებში. თუმცა, შუა აზიაში მაინც ინარჩუნებ დისტანციას ადამიანებთან.

მისი ფართოდ გავრცელება ჩრდილოეთშიც და სამხეთშიც ხელს უწყობს სახნავ-სათეს მიწებზე მოსავლის მაღალნაყოფიერებას.

ეწევა მარტოხელა ცხოვრების ნირს,[5][6]  ერთად მხოლოდ გამრავლების სეზონზე და დასახლებებში გამოკვების დროს გვხვდება.

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვება

უმთავრესად იკვებება მცენარეული საკვებით, თუმცა გაზაფხულზე ნაწილობრივ მწერებითაც, რითაც აგრეთვე ბარტყებს კვებავს.[5][6]

სახლის ბეღურის რაციონში შედის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლები,[4][5][6] ადამიანთა დასახლებებში მოპოვებული სხვადასხვა ტიპის ნარჩენი,[5] პურეული მარცვლოვნები მინდვრებზე,[4][6] ალუბლის ნაყოფი,[4] მოცხარი, ყურძენი ბაღებში,[4] გაზაფხულობით გამოსული ყვავილოვანი კვირტები. ახლომახლო მინდვრების არარსებობის შემთხვევაში საკვებს ეძებს მდელოებზე, ტყისპირებში და სტეპებში, სადაც აგროვებს ველურ ბალახთა თესლებს და ზოგჯერ მწერებსაც იჭერს.[6]

გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეჯვარება

სახლის ბეღურები ცალკეულ წყვილებად, ზოგჯერ კი კოლონიებადაც ბუდობენ, უშუალოდ ადამიანთა საცხოვრისში ანდა მის დასახლებასთან ახლოს. გავრცელების არეალის სამხრეთში ბუდეს აგებს მათ გვერდით, ხის ან ბუჩქების ნარგავებზე, ხრამებში, მინდვრების მომიჯნავე ციცაბო თიხოვან ფლატეებზე.

ბუდეს აწყობს სხვადასხვანაირ ადგილებში — შენობათა ნაპრალებში, სოროებში, ცარციან და თიხოვან ხრამებში, მსხვილი ფრინველების (ყარყატი, წერო, არწივი) ბუდეების კედლებში, ხეების ფუღუროებში, შეიძლება დაიკავოს საშოშიე, მენაპირე მერცხლის ბუდე. სამხრეთში ზოგჯერ ღია ბუდეებს აშენებს პირაპირ ხეების ტოტებზე.

რიგი დაკვირვებების მიხედვით, ბეღურები წყვილებს ქმნიან ფატიურად მთელი ცხოვრება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ისე დიდია: შეიძლება მიაღწიონ 9–11 წელს, თუმცა მათი უმრავლესობა 4 წლამდეც ვერ აღწევს. ბევრი ახალგაზრდა ფრინველი პირველივე ზამთარში იღუპება. ასე რომ, ბეღურათა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 9–21 თვეს შეადგენს.

ბუდე, რომელსაც ორივე სქესის ფრინველი აგებს, აშენებულია ჩალის ღერით, ხრალით, გამომშრალი ბალახით, ბუმბულით; არის უხეში ნაგებობა, შუაში ჩაღრმავებულია. ტოტებზე აგებული ბუდე დიდი ზომისაა, წააგავს ბურთს, აქვს ბალახეულის მცენარეულობით აშენებულილ მსხვილი გვერდები და გვერდითი შესასვლელი.

ახალგამოჩეკილი ბარტყი

სახლის ბეღურები გამრავლებას ადრეულად იწყებენ. კვერცხს დებენ აპრილში. ბუდე შედგება 4–10, ხშირად 5—7 კვერცხისაგან; ისინი ფერად თეთრია და აყრია მურა წინწკლები და ლაქები. ინკუბაცია 11–13 დღე-ღამე გრძელდება.

ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს, უპირატესად მწერებით. გამოჩეკიდან 10 დღის შემდეგ ბარტყები ბუდეს ტოვებენ.

სახლის ბეღურები ერთობ ნაყოფიერი ფრინველია და წლის განმავლობაში ორ (ჩრდილოეთში) ან სამ (სამხრეთში) თაობას იძლევა. მეორე ბუდობა ივნისის მეორე ნახევარში მიმდინარეობს, ბარტყები ივლისში ფრთიანდებიან.

გამოჩეკილები ჩვეულებრივ გუნდებად იკრიბებიან, ზოგჯერ ქმნიან რამდენიმე ათასი ფრინველისაგან შემდგარ ჯგროებს, რომლებიც მინდვრებზე ფრენენ გამოსაკვებად.

გვიან შემოდგომით შეინიშნება აბორტული სქესობრივი ციკლი, როდესაც კვლავ ცოცხლად ჭიკჭიკებენ, მამლები დედლებს ეარშიყებიან და ბუდეში ეზიდებიან სამშენებლო მასალებს. ამგვარად განახლებული ბუდეები ზამთრის ცივი ღამეების დროს მათი თავშესაფარია.

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ეს სახეობა, რომელიც კარლ ლინემ აღწერა და Fringilla domestica უწოდა, შედიოდა ნამდვილი მთიულას (ლათ. Fringilla) გვარში.

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Passer domesticus balearoibericus

ცნობილია სახლის ბეღურის 12 ქვესახეობა:[7]

  • Passer domesticus bactrianus (Zarudny & Kudashev, 1916)
  • Passer domesticus balearoibericus (von Jordans, 1923)
  • Passer domesticus biblicus (Hartert, 1904)
  • Passer domesticus domesticus (Linnaeus, 1758)
  • Passer domesticus hufufae (Ticehurst & Cheesman, 1924)
  • Passer domesticus hyrcanus (Zarudny & Kudashev, 1916)
  • Passer domesticus indicus (Jardine & Selby, 1831)
  • Passer domesticus niloticus (Nicoll & Bonhote, 1909)
  • Passer domesticus parkini (Whistler, 1920)
  • Passer domesticus persicus (Zarudny & Kudashev, 1916)
  • Passer domesticus rufidorsalis (Brehm, 1855)
  • Passer domesticus tingitanus (Loche, 1867)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воробей — статья из Библейской энциклопедии
  • Ильенко А.И. Экология домовых воробьёв и их эктопаразитов. — М.: Наука, 1976. — 120 с.
  • Птицы Советского Союза / Под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова. — М.: Советская наука, 1954. — Т. 5.
  • Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Екатеринбург: Изд-во Уральского университета, 2002. — ISBN 5-7525-0825-8.
  • емёнов-Тян-Шанский О. И., Гилязов А. С. Птицы Лапландии. — М.: Наука, 1991.
  • Устюгов Б. Мёртвая ворона несёт золотые яйца // Известия. — 2006. — 16 марта.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 13, 104, 197, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 347, თბ., 1977 წელი.
  3. house sparrow — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 სახლის ბეღურა // ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონი: 86 ტომად, სანქტ-პეტერბურგი, 1890–1907
  5. 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 Назаренко Е. А., Бессонов С. А.; Позвоночные животные России (информационно-поисковая система). Авторы общей концепции и разработчики информационно-поисковой системы: Павлов Д. С., Петросян В. Г., Дгебуадзе Ю. Ю., Рожнов В. В., Решетников Ю. С., Кузьмин С. Л., Варшавский А. А., Корнеева Т. М., Павлов А. В., Бессонов С. А., Вепринцева О. Д., Омельченко А. В., Павлинов И. Я., Орлова В. Ф., Лоскот В. М., Дорофеева Е. А., Сиделева В. Г. Passer domesticus (Linnaeus, 1758) — Домовой воробей. მოსკოვი: Группа биоинформатики и моделирования биологических процессов; Федеральное государственное бюджетное учреждение науки Институт проблем экологии и эволюции им. А. Н. Северцова Российской академии наук (ИПЭЭ РАН). წაკითხვის თარიღი: 2017-02-24. 
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 Воробьи / Дементьев Г. П. // Вешин — Газли. — М. : Советская энциклопедия, 1971. — (Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров ; 1969—1978, т. 5). (Проверено 24 февраля 2017) {title}. Проверено 25 февраля 2015. Архивировано 23 февраля 2017 года.
  7. Old World sparrows, snowfinches & weavers. IOC World Bird List (v 7.3). International Ornithologists' Union (2017-07-31). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-08-17. წაკითხვის თარიღი: 2017-10-15.