წვერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წვერა (მრავალმნიშვნელოვანი).
წვერა
Barbel.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Barbus

წვერა (ლათ. Barbus) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. აქვთ ორი წყვილი ულვაში. წაგრძელებული და გვერდებიდან ოდნავ გაბრტყელებული ან ცილინდრული ფორმის სხეული. წვერას გავრცელების არეალი ფართოა. ბინადრობენ აფრიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტურ წყლებში. საქართველოში ბინადრობს სახეობა მტკვრის წვერა (ლათ. Barbus lacerta) და 1 ქვესახეობა კოლხური წვერა (ლათ. Barbus tauricus escherichii). საქართველოში მარაგის სიმცირის გამო წვერას მოპოვება სხვა თევზებთან ერთად ხდება. სპორტულ-სამოხალისო ჭერის ძვირფასი ობიექტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]