შინაარსზე გადასვლა

ზემო რეხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო რეხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ბერბუკი
კოორდინატები 42°02′20″ ჩ. გ. 44°06′48″ ა. გ. / 42.03889° ჩ. გ. 44.11333° ა. გ. / 42.03889; 44.11333
ცენტრის სიმაღლე 640
მოსახლეობა 261[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო რეხა — საქართველო
ზემო რეხა
ზემო რეხა — შიდა ქართლის მხარე
ზემო რეხა
ზემო რეხა — გორის მუნიციპალიტეტი
ზემო რეხა

ზემო რეხასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ბერბუკის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, მდ. მეჯუდის ნაპირას, ზღვის დონიდან 640 მ-ზე, გორიდან 5 კმ-ში.

ზემო რეხა ისტორიული სოფელ რეხას ნაწილია. ქვემო რეხასგან მას მდინარე მეჯუდა ჰყოფს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრში გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის რეგისტრაციის დოკუმენტში ზემო რეხა და ქვემო რეხა შეტანილია საერთო სახელწოდებით — რეხა.[2]

ზემო რეხაში დგას XVIII საუკუნის ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიის გარშემო, ეზოში, ჩაფლულია ქვევრები, რომლებსაც შემოდგომაზე ღვინით ავსებდნენ და „ღვთისმშობლის საზედაშეს“ უწოდებდნენ. ინახავდნენ აღდგომამდე, რის შემდეგ აქ იმართებოდა ხატობა — „კვირაცხოვლობა“. ქვევრის პატრონები ამ ღვინით მლოცველებს უმასპინძლდებოდნენ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 261 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]338171167
2014[1] 261135126
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გორის მუნიციპალიტეტი — სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრი.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II