შინაარსზე გადასვლა

ყორანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყორანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ყორანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  ყორნისებრნი
გვარი:  ყორანი
სახეობა:  ყორანი
ლათინური სახელი
Corvus corax (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22706068
გავრცელება

ყორანი (ლათ. Corvus corax) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ფერად შავი, ლურჯი ან მწვანე, ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთ-აღმოსავლეთისა), ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში ყველგან გვხვდება, მჭიდროდ დასახლებული ადგილების გარდა. ზამთარში მცირერიცხოვანი გუნდებით ნომადობს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, მდინარის ციცაბო ნაპირზე, მაღალ შენობაზე (ზოგჯერ იმავე ბუდეს თაობებიც იყენებენ). დებს 4–5 (7-მდე) კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 21 დღე-ღამეს. პოლიფაგია, მაგრამ ძირითადად მძორით იკვებება.