ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ბეთლემი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი სკრა
კოორდინატები 41°59′11″ ჩ. გ. 44°00′45″ ა. გ. / 41.98639° ჩ. გ. 44.01250° ა. გ. / 41.98639; 44.01250
დაარსდა 1907
ადრეული სახელები ახალხიზა
ცენტრის სიმაღლე 630
მოსახლეობა 385[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,2 %)
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი) — გორის მუნიციპალიტეტი
ბეთლემი (გორის მუნიციპალიტეტი)

ბეთლემი (ყოფილი ახალხიზა[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (სკრის თემი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 630 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ხიზაბავრადან (სამცხე-ჯავახეთი) ჩამოსულმა კათოლიკეებმა დააარსეს 1907 წელს. მიწა პადრე დომინიკე პაწაძე-მუღაშავილმა, ეკლესიისთვის შეწირული თანხით, შეისყიდა. თავიდან სოფელს ბეთლემი უწოდეს, თუმცა სახელი კომუნისტურ პერიოდში ახალხიზად გადააკეთეს. ჩამოსახლებულ ოჯახებს შორის არიან ჭონიშვილები, მამუკაშვილები, მურადაშვილები და სხვ. 1920 წლის მიწისძვრის დროს ძველი სახლები დაინგრა. შემდეგ მოსახლეობა ოდნავ ქვემოთ, ამჟამინდელ სოფლის ადგილას ჩავიდა. თანამედროვე სოფელი ძირითადად მენშევიკური მთავრობის პერიოდში გაშენდა, აშენდა სკოლა, საბავშვო ბაღი და ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.[3]

2019 წელს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, სოფელს დაუბრუნდა თავდაპირველი სახელი — ბეთლემი.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 385 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 422 214 208
2014[1] Decrease2.svg 385 178 207

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — ახალხიზა
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 3.2 4.8 9.4 16 21.3 24.6 27.1 27.3 23 17.3 10.2 5.1 15.8
საშუალო დღიური °C −1.3 0.1 4.3 9.8 15 18.4 21.1 21.1 16.7 11.4 5.5 0.8 10.2
საშუალო დაბალი °C −5.7 −4.6 −0.7 3.7 8.8 12.2 15.1 14.9 10.5 5.6 0.8 −3.5 4.8
საშუალო ნალექი (მმ) 39 37 38 56 78 76 56 50 46 58 54 46 634
წყარო: climate-data.org[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №54 | გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (11 მარტი, 2019). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  3. ბეთლემი გორის რაიონში — დომინიკე მუღაშაშვილის დაარსებული სოფელი. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2017-12-25). ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.
  4. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  5. Akhalkhiza climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 16 ოქტომბერი, 2020.