დრე (გორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დრე (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დრე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ატენი
კოორდინატები 41°52′19″ ჩ. გ. 44°04′40″ ა. გ. / 41.87194° ჩ. გ. 44.07778° ა. გ. / 41.87194; 44.07778
ცენტრის სიმაღლე 1420
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
დრე (გორის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დრე (გორის მუნიციპალიტეტი)
დრე (გორის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
დრე (გორის მუნიციპალიტეტი)
დრე (გორის მუნიციპალიტეტი) — გორის მუნიციპალიტეტი
დრე (გორის მუნიციპალიტეტი)

დრე — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ატენის თემი), წერეთის ქედის (თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება) ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1420 მეტრი, გორიდან 21 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი გარკვეულ როლს ასრულებდა ქართველი ხალხის მიერ, გარეშე მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში, იცავდა ატენს მტრის შემოსევებისაგან. XlX საუკუნის 40-იან წლებში, დრეში მოქმედებდა ანდრეევსკის ტყავის ქარხანა. 1863 წლის მაისში, მებატონე ერისთავებმა დრეს გლეხებს ფულადი გადასახადი გაუდიდეს, შეაწერეს 2000 მანეთი და 45 კაპიკი. გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადის გადახდაზე. მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა, ააწიოკა გლეხები და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში არავინ ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 0 0 0
2014[1] 0 0 0

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II