კვერნა
იერსახე
| კვერნა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ამერიკული კვერნა | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Martes | |||||||||||||
| სახეობა | |||||||||||||
| |||||||||||||
კვერნა (Martes) — ძუძუმწოვრების გვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 40-60 სმ აღწევს, კუდისა - 20-50 სმ. აქვთ წაგრძელებული და მოქნილი სხეული, ფაფუკი და რბილი ბეწვი. ცნობილია 6 (ზოგი მონაცემებით 8) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 4 სახეობაა: ტყის კვერნა (Martes martes), თეთრყელა კვერნა (Martes foina) (ესენი საქართველოშიც ფართოდ არიან გავრცელებული), სიასამური და ხარზა. უმეტესობა ტყეში ცხოვრობს. იკვებებიან პატარ-პატარა ცხოველებით, ხილით, კენკრით, უმრავლესობას (ხარზას გარდა) ძვირფასი ბეწვი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 494.