მებაღეობა
იერსახე
მებაღეობა — მემცენარეობის დარგი, რომელიც დაკავებულია მრავალწლიანი ხილის ან კენკროვანი კულტურების გაშენებაში, რომლის მიზანია ხილის, კენკრისა და კაკლის მოსავლის აღება (ხილის მოყვანა) და დეკორატიული მცენარეების გაშენებაში. მებაღეობა შეიძლება იყოს ძალიან სპეციალიზებული, მხოლოდ ერთი ტიპის მცენარის გაშენებით ან მრავალი მცენარის მონაწილეობით შერეულ ნარგავებში. იგი გულისხმობს აქტიურ მონაწილეობას მცენარეთა გაშენებაში და, როგორც წესი, შრომატევადია, რაც განასხვავებს მას სოფლის მეურნეობისგან ან სატყეო მეურნეობისგან.[1].
მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკორატიული მებაღეობის ერთ-ერთი მიმართულებაა საოთახე მებაღეობა — დეკორატიული მცენარეების გაშენება ოთახის პირობებში. დეკორატიულ მებაღეობას, რომელიც მიზნად ისახავს ლამაზი ყვავილოვანი მცენარეების მოყვანას, მეყვავილეობა ეწოდება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fast And Simple Gardening Tips From The Pros: Home: Blogs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-28. ციტირების თარიღი: 2021-09-28