შინაარსზე გადასვლა

ტრიტონი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტრიტონი.
ტრიტონი

Triturus carnifex
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  კუდიანი ამფიბიები
გვარი:  ტრიტონი
ლათინური სახელი
Triturus

ტრიტონი (ლათ. Triturus) — კუდიანი ამფიბიების გვარი სალამანდრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. მათი სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. კუდი თევზის კუდის ფარფლს მოგვაგონებს. ფეხები მოკლე და სუსტი აქვთ. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის მრავალ ადგილას. ზამთარს ატარებენ ხმელეთზე: მღრღნელების სოროებში, ხის კუნძების, მორების ან ქვების ქვეშ. გაზაფხულობით გადადიან წყალსატევში, სადაც მრავლდებიან. ახასიათებთ შინაგანი განაყოფიერება. ლარვას გარდაქმნა 3—5 თვემდე გრძელდება. იკვებებიან მცირე ზომის კიბოსნაირებით, მწერებითა და მათი მატლებით, ჭიებით. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა, მათ შორის მცირეაზიური ტრიტონის ერთ-ერთი ქვესახეობა — ქედიანი მცირეაზიური ტრიტონი (Triturus vittatus ophryticus), რომელიც აღწერილია თბილისის მიდამოებში, როგორც უნიკალური ქვესახეობა, შეტანალია საქართველოს წითელ წიგნში.