ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
Vladimer khinchegashvili.jpg
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიო 2016-ზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 18 აპრილი, 1991
დაბ. ადგილი გორი
სიმაღლე 170 სმ
წონა 57 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი
მწვრთნელი ნუგზარ სხირელი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ლონდონი 2012 55 კგ
ოქრო რიო-დე-ჟანეირო 2016 57 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ტაშკენტი 2014 57 კგ
ოქრო ლას-ვეგასი 2015 57 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ვერცხლი დორტმუნდი 2011 55 კგ
ბრინჯაო თბილისი 2013 60 კგ
ოქრო ვანტაა 2014 57 კგ
ოქრო რიგა 2016 61 კგ
ოქრო ნოვი-სადი 2017 61 კგ

ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი (დ. 18 აპრილი, 1991, გორი, საქართველო) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 55 კგ წონით კატეგორიაში.[1]

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (55 კგ).

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

2015 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაციამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ დაასახელა წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2018 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

2016 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ვასილ ბალახაძის წიგნი „ვლადიმერ ხინჩეგაშვილი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vladimer Khinchegashvili. london2012.com