შინაარსზე გადასვლა

ხელთუბანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხელთუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ბერბუკი
კოორდინატები 42°03′01″ ჩ. გ. 44°09′06″ ა. გ. / 42.05028° ჩ. გ. 44.15167° ა. გ. / 42.05028; 44.15167
ცენტრის სიმაღლე 660
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3340[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
ოსები 0,6 %
სომხები 0,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხელთუბანი — საქართველო
ხელთუბანი
ხელთუბანი — შიდა ქართლი
ხელთუბანი
ხელთუბანი — გორის მუნიციპალიტეტი
ხელთუბანი

ხელთუბანისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბერბუკის თემი). მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. ზღვის დონიდან 660 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.

ხელთუბანში რამდენიმე რევოლუციური გამოსვლა მოხდა. 1905 წლის 23 მარტს სოფელში კაზაკებმა დააპატიმრეს 8 გლეხი. მათ არეულობისა და მღელვარების მოთავეობას სდებდნენ ბრალად. პატიმრები გორის სატუსაღოში მოათავსეს. ხელთუბნელი გლეხები დაირაზმნენ პატიმართა გამოსახსნელად. გორის მისასვლელთან მათ დახვდნენ კაზაკები, რომლებმაც გლეხები სცემეს და უკან გააბრუნეს.

1906 წლის იანვარში ხელისუფლებამ სოფელში ჩააყენა საარტილერიო დამსჯელი რაზმი. რაზმმა გადაწვა პროგრესულად მოაზროვნე ადგილობრივი მასწავლებლის, თეზო რაზიკაშვილის, საცხოვრებელი სახლი. თვით რაზიკაშვილი ჯარის ნაწილებს გაექცა და დაიმალა. იმავე სოფელში მათ გადაწვეს ორი სხვა რევოლუციონერის სახლიც.

1906 წლის 28 ივნისს ხელთუბნის ცენტრში სოფლის რევოლუციურად განწყობილმა ჯგუფმა მოაწყო თავადი მიხეილ თუმანიშვილის მკვლელობა. მათი შეპყრობა მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 3340 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 3280 1593 1687
2014[1] 3340 1642 1698
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II