შველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შველი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Capreolus

შველი (ლათ. Capreolus) — წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 55 კგ აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები 3 (ზოგჯერ 4) მორჩით (მამალს), დედალი ურქოა. გავრცელებულია ევროპაში, წინა აზიის დასავლეთით, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე სამხრეთ ციმბირის მთებში, მონღოლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ფოთლოვან ან შერეულ ტყეებსა და კარგად განვითარებულ ქვეტყეს.

იკვებება მცენარეული საკვებით. მაკეობა 9 თვემდე გრძელდება, შობს 1-2 ნუკრს, რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველი ნადირობის ობიექტია. კარგად ეგუება ადამიანისაგან შეცვლილ ბუნებრივ პირობებს. მომრავლება მრავალ ადგილას არის შესაძლებელი და დიდი სარგებლობა მოაქვს. იყენებენ ხორცს, ტყავსა და რქებს.

შველის სახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) და ციმბირული შველი (ლათ. Capreolus pygargus).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]