აძვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აძვი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი ახალუბანი
კოორდინატები 42°08′34″ ჩ. გ. 44°11′08″ ა. გ. / 42.14278° ჩ. გ. 44.18556° ა. გ. / 42.14278; 44.18556
ცენტრის სიმაღლე 840
მოსახლეობა 353[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აძვი — საქართველო
აძვი
აძვი — შიდა ქართლი
აძვი
აძვი — გორის მუნიციპალიტეტი
აძვი

აძვი[2]სოფელი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში, ახალუბნის თემში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე. მდინარე აძურის (მდინარე მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ტირიფონის ვაკეზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი. გორიდან 22 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის განაპირას 1743 წლის 21 ივნისს მოხდა ბრძოლა აჯანყებულ ქართველებსა და ყიზილბაშებს შორის. ყიზილბაშებს სარდლობდნენ აჯი-ხანი და ალი-ხან ავჯანი. აჯანყებულებს სათავეში ედგა გივი ამილახვარი. ქართველ აჯანყებულებს მრავალრიცხვოვან ჯართან მოუწიათ შებრძოლება, მაგრამ ბრძოლა მათი გამარჯვებით დამთავრდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 353 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 368 193 175
2014[1] 353 183 170

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — აძვი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 2.3 3.7 8.2 14.6 19.9 23.3 25.7 25.9 21.7 16.3 9.2 4.3 14.6
საშუალო დღიური °C −2.2 −1 3.2 8.5 13.7 17.1 19.6 19.7 15.4 10.4 4.6 −0.1 9.1
საშუალო დაბალი °C −6.7 −5.6 −1.8 2.5 7.6 10.9 13.6 13.5 9.2 4.6 0 −4.4 3.6
საშუალო ნალექი (მმ) 40 43 50 72 99 96 74 64 57 62 61 51 769
წყარო: climate-data.org[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. Adzvi climate. climate-data.org. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აძვი&oldid=4629996“-დან