ზემო ხვითი
| სოფელი | |
|---|---|
|
ზემო ხვითი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | შიდა ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნიქოზი |
| კოორდინატები | 42°10′59″ ჩ. გ. 43°57′17″ ა. გ. / 42.18306° ჩ. გ. 43.95472° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 835 მ |
| მოსახლეობა | 627[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ზემო ხვითი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულში (შიდა ქართლის მხარე).
მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, მდინარე ლიახვის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 835 მ-ზე, გორიდან 29 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ხვითი ისტორიულ წყაროებში XVI საუკუნიდან იხსენიება. მისი სახელწოდების თავდაპირველი ფორმაა რხვითი (რხუითი). სხვადასხვა დროს აქ მამულებს და ყმებს ფლობდნენ თაქთაქიშვილები, მაჩაბლები, ხერხეულიძეები, ფავლენიშვილები, თუმანიშვილები. XVIII საუკუნეში უკვე 2 ხვითი იხსენიება — ზემო ხვითი და ქვემო ხვითი. მოსახლეობა ძირითადად, მიწათმოქმედებას და მებაღეობა-მევენახეობას მისდევდა. სოფელი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ლეკიანობისგან ლიახვის ხეობის დაცვაში.[2] 1859 წელს ზემო ხვითში მოხდა გლეხების გამოსვლა მემამულე თაქთაქიძის (თაქთაქიშვილი) წინააღმდეგ. 1921 წლის 21 დეკემბერს ლიახვის ხეობის ქართული სოფლების — ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითის და ქვემო ხვითის მოსახლეობის კრებამ გააპროტესტა მათი დასახლებების შესაძლო შეყვანა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.[3]
ზემო ხვითის ბრძოლა (2008)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990-იანი წლებიდან ზემო ხვითი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის და შემდეგ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ აღმოჩნდა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაახლ. 14:30 სთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სადაზვერვო ოცეულმა ჩასაფრება მოუწყო სოფლის ცენტრალურ გზაზე მოძრავ რუსული დასავლეთის კოლონის მთავარ დაჯგუფებას, რომელიც ტბეთიდან ხეთაგუროვის გავლით ვარიანისკენ გაჭრას ცდილობდა და გარკეული დროით შეძლო მოწინააღმდეგის წინსვლის შეფერხება. ბრძოლაში განადგურდა რუსეთის 58-ე არმიის 693-ე მოტომსროლელი პოლკის 1 ტანკი Т-72 და 2 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2. უკანდახევისას დაიღუპა ქართველ ნაღმმტყორცნელთა ოცეულის კაპრალი ნუკრი ფორჩხიძე.[4][5] 12 აგვისტოს რუსებმა ზემო ხვითი დაიკავეს და მათ მიერ გამოცხადებულ ე. წ. ბუფერულ ზონაში მოაქციეს, გაძარცვეს და გადაწვეს ადგილობრივების სახლები. ოკუპანტებმა სოფელი 2008 წლის 8 ოქტომბერს დატოვეს.
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის განაპირას დგას სამებისა და წმინდა გიორგის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიები, აგრეთვე შემორჩენილია გეგმით მრგვალი კოშკის ერთი სართული.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 627 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[6] | 839 | 427 | 412 |
| 2014[1] | 319 | 308 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 70.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 512.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 353.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ სოსიაშვილი გ., ალიმბარაშვილი ი., ხვითის ისტორიიდან. «ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია» №6, 2021. — გვ. 24–100.
- ↑ თოიძე ლ., საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წლები). თბ., 1999.— გვ. 93.
- ↑ ჩაჩანიძე თ., ზემო ხვითის ბრძოლის უცნობი დეტალები, ჟურნ. «არსენალი», №14, 2009. — გვ. 10-12.
- ↑ ჩაჩანიძე თ., ხვითის ბრძოლის გმირები, ჟურნ. «არსენალი», №16, 2009. — გვ. 16-17.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II