ფოცხვერი
ფოცხვერი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Lynx lynx | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 12519 | |||||||||||||||||
|
ფოცხვერი (ლათ. Lynx lynx) — ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე — გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ თავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი (Lynx lynx lynx).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 387, თბ., 1986 წელი.