მწყერჩიტა
იერსახე
| მწყერჩიტა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ტყის მწყერჩიტა (Anthus trivialis) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Anthus (Bechstein, 1805) | |||||||||||||
| |||||||||||||
მწყერჩიტა (ლათ. Anthus) — ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 14-20 სმ აღწევს. ფერად მურაა, ლაქებიანი. ფართოდაა გავრცელებული სუბარქტიკული სარტყლიდან სუბანტარქტიკულამდე (ახალ გვინეასა და ოკეანიის კუნძულების გარდა). ბუდეს იკეთებენ მიწაზე. დედალი 4-6 კვერცხს დებს, ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებებიან მწერებით, ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ცნობილია მწყერჩიტას 30-მდე სახეობა, რომელთა შორის საქართველოში ბუდობს 3 სახეობა: მინდვრის მწყერჩიტა (ლათ. Anthus campestris), ტყის მწყერჩიტა (ლათ. Anthus trivialis) და მთის მწყერჩიტა (ლათ. Anthus spinoletta).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მწყერჩიტა“ ვიკისაწყობში.