ზღარბისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზღარბი)
ზღარბისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Erinacidae

ზღარბისებრნი (ლათ. Erinaceidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: ვირთაგვასებრი ზღარბები (Echinosoricinae) და ნამდვილი ზღარბები (Erinaceinae). ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ ევროპული ზღარბი (Erinaceus europaeus), იკვებება მწერებით, ჭიებით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით (ხვლიკებით, გველებით და სხვა), სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს.

ზღარბისებრნი არიან მონოფილეტურები.[1] სხვა მწერიჭამიებიდან მათთან ყველაზე ახლოს დგანან ბიგასებრნი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Robin MD Beck, Olaf RP Bininda-Emonds, Marcel Cardillo, Fu-Guo Robert Liu and Andy Purvis (2006). „A higher level MRP supertree of placental mammals“. BMC Evolutionary Biology. 6: 93. doi:10.1186/1471-2148-6-93. PMC 1654192. PMID 17101039.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  2. Roca, A.L., G.K. Bar-Gal, E. Eizirik, K.M. Helgen, R. Maria, M.S. Springer, S.J. O'Brien, and W.J. Murphy (2004). „Mesozoic origin for West Indian insectivores“. Nature. 429 (6992): 649–651. doi:10.1038/nature02597. PMID 15190349.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)