ქორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქორი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ქორი
სახეობა:  ქორი
ლათინური სახელი
Accipiter gundlachi (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695683
გავრცელება

ქორი (ლათ. Accipter gentilis) — მტაცებელი ფრინველი, აქვს გრძელი ბასრი ბრჭყალები, ნისკარტი — მოკლე და კაუჭა. იკვებება უპირატესად ფრინველებით.

საქართველოში ქორი გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ – მდე.

ქორი ბინადრობს ტყეში, თუმცა სარჩოს მოსაპოვებლად ღია ადგილებშიც დანავარდობს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე. მარტის დამლევს დებს 3 – 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 35 დღემდე. კრუხად ჯდება და ბარტყების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი. იკვებება ფრინველებით, რომელთაც ჰაერში ფრენისას აიძულებს დასხდნენ ხეზე, სახლის თავზე, მიწაზე და შემდეგ მათ იჭერს ბრჭყალებით. ხშირად იგი თავს ესხმის ხეზე ან მიწაზე მჯდომს, ან მიწაზე მორბენალ ცხოველს. თავის მსხვერპლს ქორი ბრჭყალებით კლავს და შემდეგ გლეჯს. ქორი მნიშვნელოვანი რაოდენობით ანადგურებს სასარგებლო ფრინველებს (გნოლს, კაკაბს, ხოხობს, მგალობელ ბეღურასნაირებსა და სხვ.), რითაც ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ცნობილია ქორის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხვდება კავკასიური ქორი – Accipiter gentilis caucasicus.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქორი&oldid=4624851“-დან