მთადეკეული
იერსახე
| ნასოფლარი | |
|---|---|
|
მთადეკეული | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | შიდა ქართლის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
| თემი | საყავრე |
| კოორდინატები | 41°48′14″ ჩ. გ. 44°10′30″ ა. გ. / 41.80389° ჩ. გ. 44.17500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
| მოსახლეობა | 0 კაცი |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (100 %, 1926) |
| სატელეფონო კოდი | +995 |
მთადეკეული — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტში. შედიოდა საყავრის თემში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მ.[2] აქ ჩამოსახლებული ყოფილან გუდამაყრელები: ბექაურები (XIX ს. შუა ხანებში და 1870 წ.) და წიკლაურები, აგრეთვე ჭართლელები — გიგაურები.[3] ცნობილია, რომ მნიშვნელოვნად დაზიანდა („სრულიად გაფუჭებულია და მოსპობილია“) 1923 წლის ივნისის სტიქიური მოვლენების დროს. მაშინდელი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სოფელში ცხოვრობდა 96 სული.[4] 1940 წელს გორის რაიონში არსებული სოფლების სიის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 12 კომლი. მოგვიანებით სოფელი მთლიანად დაიცალა.[1] მის ცენტრში დგას IX საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია.[5]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მოსახლეობა | ეროვნება | კომლი |
|---|---|---|---|
| 1908[6] | 41 | ოსები | — |
| 1911[7] | ოსები | — | |
| 1923[4] | — | — | |
| 1926 | ქართველები (100 %) | 10 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 გორის რაიონი და ქალაქი გორი: სტატისტიკური კრებული, გვ. 55, სახელმწიფო სტატისტიკის გორის რაიონული განყოფილება, გორი, 1988.
- ↑ მთადეკეული GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
- ↑ თოფჩიშვილი, როლანდ (2002). საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის, შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები, თბილისი: „მემატიანე“, გვ. 62–64.
- 1 2 „4-წლის ბავშვი სეტყვას მოუკლავს“ — 1923 წლის ივნისის სტიქია გორის მაზრაში. qartli.ge (13 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2020.
- ↑ საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
- ↑ Кавказскій календарь на 1911 годъ, Тифлись, 1910, стр. 186.