კავკასიური როჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კავკასიური როჭო
Tetras du caucase jogo 0g.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: როჭოსებრნი
ლათინური სახელი
Lyrurus mlokosiewiczi

კავკასიური როჭო (ლათ. Lyrurus mlokosiewiczi, Tetrao mlokosiewiczi) — ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. აღმოჩენილია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე 1875 წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის ლუდვიკ მლოკოსიევიჩის მიერ. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ და ლაგოდეხში 700-მდე ინდივიდი ბინადრობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]