აპეს მხარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპეს მხარე
Apes novads
Apes novads karte.png
ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
სტატუსი მხარე
მოიცავს 4 თემს და 1 ქალაქს
ადმინისტრაციული ცენტრი აპე
მოსახლეობა (2010) 4 319 კაცი
სიმჭიდროვე 7, 92 კაცი/კმ²
ფართობი 545,1 კმ²
ოფიციალური საიტი

აპეს მხარე (ლატვ. Apes novads) — ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიძემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 4 თემსა და ქალაქ აპეს, რომელიც არის ადმინისტრაციული ცენტრი.

მხარე დაარსდა 2009 წლის 1 ივლისს, ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის დასრულებისას ალუკსნეს რაიონის მცირე ნაწილისაგან, ხოლო დარჩენილი უდიდესი ნაწილით შეიქმნა ალუკსნეს მხარე.

ეროვნული შემადგენლობა[რედაქტირება]

აპეს მხარის ეროვნული შემადგენლობა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ასე გამოიყურება[1]:

ეროვნება რაოდენობა %
ლატვიელები 3775 87,40 %
რუსები 329 7,62 %
უკრაინელები 48 1,11 %
ესტონელები 46 1,07 %
სხვა 121 2,80 %

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Численность жителей в самоуправлениях по национальному составу на 01.01.2010. Управление по делам гражданства и миграции (2010-01-23). დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-07-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-05-16.