კომპიენის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოკავშირეთა წარმომადგენლები ზავის ხელმოწერისას კომპიენის ტყეში. მარჯვნიდან მეორე ფერდინან ფოში

კომპიენის ზავი (ფრანგ. L'armistice de Compiègne) — ზავი, რომელიც დაიდო კომპიენის ტყეში (ქალაქ კომპიენთან, საფრანგეთი) 1918 წლის 11 ნოემბერს ანტანტის წევრებსა და გერმანიას შორის, რამაც ბოლო მოუღო პირველ მსოფლიო ომს.

შეთანხმების ხელმოწერა მოხდა მარშალი ფერდინანდ ფოშის სარკინიგზო ვაგონში კომპიენის ტყეში. ინგლისელმა ადმირალმა როსლინ უიმისმა და ანტანტის ჯარების მთავარსარდალმა მარშალმა ფოშმა გერმანიის დელეგაცია მიიღეს გენერალ-მაიორ დეტლეფ ფონ ვინტერფელდტის მეთაურობით. დილის 5 საათსა და 10 წუთზე ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას. ზავი ამოქმედდა დილის 11 საათიდან, რომლის აღსანიშნავად 101 ზალპი გაისროლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]