გრობინია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
გრობინია
Grobiņa
ქალაქის თვითმმართველობის შენობა
ქალაქის თვითმმართველობის შენობა
გერბი
გერბი
ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
სტატუსი სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი
რეგიონი კურზემე
მხარე კულდიგა
კოორდინატები 56°32′09″ ჩ. გ. 21°09′56″ ა. გ. / 56.53583° ჩ. გ. 21.16556° ა. გ. / 56.53583; 21.16556
პირველი ხსენება XIII საუკუნე
ქალაქი 1695  წლიდან
ფართობი 5,2 კმ²
მოსახლეობა 4 225[1] კაცი (2011)
სიმჭიდროვე 825,2 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+371) 634
საფოსტო ინდექსი LV-3430

გრობინია მდებარეობა ლატვია

Red pog.svg

გრობინია (ლატვ. Grobiņa) — ქალაქი ლატვიაში. გრობინიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლატვიის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს ისტორიულ რეგიონში, ლიეპაიიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით.

ისტორია[რედაქტირება]

ციხესიმაგრის ნანგრევები

ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, როგორც ტევტონთა ორდენის ციხესიმაგრე ზეებურგის ადგილსამყოფელი. თუმცა დასახლების ისტორია აქ იწყება ვიკინგების პერიოდიდან. შვედი არქეოლოგის ბირგერ ნერმანის მიერ 1929-1930 წწ. ჩატარებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ VII-IX საუკუნეებში გრობინიის ადგილზე მდებარეობდა ვიკინგების მსხვილი კოლონია. VIII საუკუნე აღნიშნული კოლონიის აყვავების პერიოდია. IX საუკუნეში კოლონიის ეკონომიკური მდგომარეობა ეცემა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პრუსების მიწაზე მათ ვაჭრობა-ხელოსნობაში კონკურენტები გამოუჩნდათ ქალაქების კაუპისა და ტრუსოს სახით.

ვიკინგების პერიოდის არქეოლოგიური კომპლექსი 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]